წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 172
თავიდან მღვიმევის სავანეში მხოლოდ ექვსი მოწესე ცხოვრობდა:
მონაზონი ათანასია – ერში რუსუდან თვარაძე, დაბადებული 1960 წელს. ჟურნალისტი. მონასტერში მივიდა 1988 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 1991 წელს.
მონაზონი ანთია – ერში თამარ გამყრელიძე, დაბადებული 1958 წელს. პედაგოგი. მონასტერში მივიდა 1991 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 1993 წელს.
სამონაზვნე სარა − ერში ქეთევან ჭუმბურიძე, დაბადებული 1962 წელს. მასწავლებელი. მონასტერში მივიდა 1988 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 1994 წელს.
სამონაზვნე რებეკა – ერში ცეცილია ფაჩუაშვილი, დაბადებული 1963 წელს. ქიმიკოსი. მონასტერში მივიდა 1988 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 1994 წელს.
სამონაზვნე თეკლე – ერში ნინო რაზმაძე, დაბადებული 1966 წელს. მონასტერში მივიდა 1989 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 2008 წელს.
მორჩილი ნინო ჭეიშვილი. ფილოლოგი. მონაზვნად აღიკვეცა 1994 წელს პელაგიას სახელით.