ბარნაბიშვილი ნიკოლოზ შიოს ძე 1870-1928წწ მართლმ. მღვდელი წარმ. სოფ. ბარნაბიაანთკარი კასპი სხვა წყარო
ბარნაბიშვილი ნიკოლოზ შიოს (შალვას?) ძე 1870-1928წწ მართლმ. მღვდელი წარმ. სოფ. ბარნაბიაანთკარი კასპი სხვა წყარო 1897წ. ატენი (გორი) ღვთიმშობლის ეკლესია 1903წ. ხანდაკი (ქვემო) კასპი ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია 1905წ. მატანი (ახმეტა) ნიკოლიზ ეკლესია,
1886-92 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1893 წლის დასაწყისში დიაკვნად აკურთხეს და თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.
1893 წლის 17 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ყორაგანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1896 წლის 29 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1897 წლის 12 თებერვალს ატენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამავე წლის 5 ივლისს გორის მაზრის VI ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს.
1899 წლის 24 აგვისტოს თავისი თხოვნის საფუძველზე თანაშემწის თანამდებობიდან გადადგა.
1902 წლის 30 აპრილს ქვემო ხანდაკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში დაადგინეს.
1904 წლის 25 ივნისს მატანის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.
1908 წელს ვაქირის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. XX საუკუნის 20-იან წლებში ანაფორა გაიხადა და მასწავლებლად
მუშაობდა თბილისში.
მღვდელი ნიკოლოზი 1928 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა. იგი 24 აპრილს თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაასაფლავეს.
გვ174