2016წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ გვ. 12
ხელდასხმა
10 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის სა პატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის V კურსის სტუდენტს და ამავე ტაძრის დიაკვანს დავით ჯიშკარიანს. მღვდელი დავითი საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში (სასაფლაოზე) იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი 2012წ გვ.7
დაჯილდოება
7 ოქტომბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -–- იღუმენი გაბრიელი (იმედაიშვილი), იღუმენი ბასილი (კაკიაშვილი), იღუმენი ზენონი (სანოძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -- მღვდელ-მონაზონი ანთიმოზი (არუნაშვილი), მღვდელ-მონაზონი თადეოზი (მჭედლიშვილი), მღვდელ-მონაზონი იოსები (მაჩაიძე), მღვდელ-მონაზონი ონოფრე (კვინიკაძე); მიტრით -– დეკანოზი იაკობ ჩოჩნიძე, დეკანოზი კახაბერი ფირანიშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით - მღვდელი დავით ჯიშკარიანი.


