მღვდელი ნიკოლოზ ილარიონის ძე ზაბახიძე, 1892 წლის 30 იანვარს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. შემდეგ ჩააბარა გამოცდები და მიიღო მასწავლებლის მოწმობა. წლების განმავლობაში ასწავლიდა მერჯევის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. 1917 წლის 8- 17 სექტემბერს ნიკოლოზი, როგორც საჩხერის ოლქის დეპუტატი, მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაში. 1918 წელს ნიკოლოზი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ჯავახეთის მხარეში, კოთელიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. რთულ პერიოდში მოუწია მას მღვდელმსახურების დაწყება. ჯერ იყო და თურქები შეიჭრნენ სამხრეთ საქართველოში და 1918-1919 წლებში სასტიკად დაარბიეს იქაურობა.
ზაბახიძე - გვარის 12 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ზაბახიძე გრიგოლ ილარიონის ძე დეკანოზი 1895-1963წწ ფოტომატიანე, ცხოვრება და მოღვაწეობა. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2013. 20-26 ივნისი, N24 (683), გვ.18-20 დაკრძ. სურამი