2020წ. მდგომარეობით დეკანოზი ქუთაისი პეტრესა და პავლეს ეკლესია
გაბუნია გიორგი დეკანოზი 2020წ. მეორე ჯვრის ტარების უფლება ქუთაის-გაენათის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N4 27იანვარი-2თებერვალი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
23 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: დეკანოზის წოდებით და გამშვენებული ჯვრით: ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი გაბუნია; დეკანოზის წოდებით: მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოსებ ზაქარაიძე; მაღლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესის წინამძღვარი, მღვდელი დავით ჯანელიძე; პატრიკეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ხოჯავა; ქუთაისის (პანთეონი) წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რევაზ კოხრეიძე; წყალტუბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ხარაბაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ლუკა წითური; თბილისის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი დიმიტრი ბურდული.
საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21 ნოემბერი 2012წ გვ 8
დაჯილდოება
11 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება. მიტრით –- მუხათგვერდის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გაიოზ დვალი; მიტრით – ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გაბუნია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– მუხათგვერდის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ალიბეგაშვილი.