თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ხუნდაძე მიქაელი - დეკანოზი.
გომი (სამტრედია) წმიდა გიორგის ეკლესია
ხუნდაძე ალექსი იოანეს ძე 1855წ. მეფსალმუნე, პრიჩეტნიკი 1865წ. დიაკონი საჯავახო (სამტრედია) წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1869წ. ხეთი ზემო (ჩოხატაური) წმიდა კვირიკეს ეკლესია
ხუნდაძე ბესარიონ ვახტანგის ძე მღვდელი. .1842-1879 წლები, სოფელი საჭამიასერი (ჩომეთი). წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 1860წ. საჯავახო (ბარსაჯავახო) (სამტრედია) ღმრთისშობლის შობის ეკლესია 1865წ. ჩომეთი (ჩოხატაური) წმიდა გიორგის ეკლესია
1889 წელს დაამთავრა ოზურგეთის ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. მუშაობდა ოზურგეთის გუბერნიის სხვადასხვა სოფლის სკოლებში მასწავლებლად. მას ხელი დასხეს სოფელ ზემოხეთში წმინდა კვიპრიანესა და ივლიტას ეკლესიაში მედავითნედ, შემდეგ მღვდლად.
1895 წელს დააჯილდოვეს საგვერდულით, შემდეგ სკუფიით. დაჯილდოვდა აგრეთვე სამკერდე მედლით.
7 აპრილს თბილისის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერში არქიმანდრიტმა სერაფიმემ (ჭედია) მონაზვნად აღკვეცა მაია ხუნდაძე და სახელად მარიამი უწოდა
ხუნდაძე ლუკა - დეკანოზი.
2007 წლის 11 აგვისტოს დიაკვნად კურთხევა, 2007 წლის 10 ნოემბერს მღვდლად ხელდასხმა. 2014 წლის 25 ოქტომბერს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით;
11 აგვისტოს ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ლუკა ხუნდაძე. დიაკვანი ლუკა ურბნისის წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
10 ნოემბერს ურბნისის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის საკათედრო ტაძარში ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ლუკა ხუნდაძეს.
25 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -– აბისის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი რაჟდენი (აბუაშვილი); მიტრით –- რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ბერელაშვილი; ბებნისის წმ. თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ბიხანაშვილი; ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ტურძელაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -–– ცერონისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ კიკნაძე; რუისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ლუკა ხუნდაძე; ახალსოფლის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი არსენ ბენიძე.