სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12092

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

თურქაძე გერასიმე შიოს ძე მღვდელი

წყარო თურქაძეების ოჯახი; 1900-იანი

გასულ საუკუნეში მონასტრის ეზოში მდებარე ღვთისმშობლის შობის ტაძარში მოღვაწეობდა  მღვდელი შიო თურქაძე. თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი იყო და მას აღუდგენია თავიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარი. მამა შიოც მონასტრის ტერიტორიაზეა დაკრძალული. აქვეა დაკრძალული მამა შიოს ხორციელი შვილი, მამა გერასიმე. მამა გერასიმე თიანეთის ერთ-ერთ სოფელში მსახურობდა. მამა გერასიმეს გარდაცვალების ორი ვერსია არსებობს - ერთია, რომ ყაჩაღებმა მოკლეს, მეორე ვერსიით კი ილია მართლის მკვლელობის შემდეგ მას უთქვამს მკვლელების მისამართით მამხილებელი სიტყვა - ხმამაღლა ამხილა ილიას მკვლელები და, როგორც ჩანს, ამის გამო  მაშინდელ ათეისტ ადამიანებს არ  გამორჩათ მხედველობიდან  მისი ნათქვამი ამის გამო გამოასალმეს  სიცოცხლეს. როგორც ვიცით, ილია მართალი 1907 წელს მოკლეს. მამა გერასიმეს გარდაცვალების თარიღი კი 1908 წელია.


გადმოცემით,  ვიცით, რომ როცა გაუხსნიათ მამა გერასიმეს საფლავი, მისი სხეული უხრწნელი ყოფილა.  ტაძრის გარშემო მშენებლობის დროს აღმოსავლეთ მხარეს სამი საფლავი აღმოჩნდა. (მოძღვრებს აღმოსავლეთით კრძალავდნენ). სავარაუდოდ მამების საფლავები უნდა იყოს.. საფლავში  მიკვლეულია ჯვრების, ხატების ნაწილები. ამ მამებისთვის სპეციალური ძვალშესალაგი მოეწყო. მიკვლეული ხატების და ჯვრების ნაწილები მოანსტერში გვაქს შენახული.  

თურქაძე - გვარის 15 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

თურქაძე იროდიონ შიოს ძე მთავარხუცესი
თურქაძე იროდიონ შიოს ძე - მთავარხუცესი. დაბ. სოფ. მამკოდა (მცხეთა) 1864- 1918წწ ბიოგრაფია; სრულად ნახვა
თურქაძე შიო იროდიონის ძე   დეკანოზი
თურქაძე შიო იროდიონის ძე - დეკანოზი. დაბ.სოფ წილკანი. მცხეთა 1889-1977წწ  ბიოგრაფია; სრულად ნახვა
თურქაძე დავით - მღვდელი.
თურქაძე ილარიონ თეოდორეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
თურქაძე მიქაელი - დეკანოზი. სრულად ნახვა
თურქაძე შიო - მღვდელი. დეკანოზი იროდიონის მამა; 
თურქაძე გერასიმე შიოს ძე - მღვდელი. წყარო თურქაძეების ოჯახი; 1900-იანი სრულად ნახვა
თურქაძე ილარიონი - მღვდელი. სრულად ნახვა
თურქაძე მაქსიმე - დიაკვანი. სრულად ნახვა
თურქაძე ზაქარია თევდორეს ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
თურქაძე ვასილ თევდორეს ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
თურქაძე დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
თურქაძე თევდორე - მღვდელი. სრულად ნახვა
თურქაძე რაჟდენ - მღვდელი. სრულად ნახვა
თურქაძე გიორგი შიოს ძე - მღვდელი. (მღვდელი) ნაქალაქარი (თიანეთის მაზრა), ცნობის ფურცელი. ტფილისი, 1905. 25 მაისი, N2828, გვ. 3 სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.