ალექსი-მესხიშვილი გაბრიელი იოანეს ძე (1776–1836), კალიგრაფი, ანჩისხატის დეკანოზი და კანდელაკი (საცეცხლურის მატარებელი). იზრდებოდა კათოლიკოსის ანტონ II-ის კარზე. მის მიერ გადაწერილი ხელნაწერები გაფორმებულია სინგურით შესრულებული სათაურითა და მთავრული საზედაო ასოებით. ცნობილია მის მიერ 1799-1833 წწ. გადაწერილი ხელნაწერები.