სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10688

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ალექსი-მესხიშვილი სოლომონ ალექსის ძე  1742-1808წწ, ანჩისხატის დეკანოზი (1791-1808)წ დაკრძ. იქვე ალექსი-მესხიშვილი სოლომონ ალექსის ძე  1742-1808წწ, ანჩისხატის დეკანოზი (1791-1808)წ დაკრძ. იქვე

1742-1808 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება



გვარი მესხიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

ალექსი-მესხიშვილი სოლომონ ალექსის ძე 1742-1808წწ, ანჩისხატის დეკანოზი (1791-1808)წ დაკრძ. იქვე

ალექსი-მესხიშვილი სოლომონ ალექსის ძე - (1742-1808) – მწერალი და მწიგნობარი, მგალობელი, მხატვარი, წიგნთა მკაზმავი. დავით რექტორის ძმა. ანჩისხატის დეკანოზი (1791-1808), 1771 წელს ერეკლე მეფის მიერ გაგზავნილ ამალას გაჰყვა რუსეთში. წერდა ნუსხურადაც და მხედრულადაც. 1770 წ. ბელოთში გადაწერა ოთხთავი (Q 268), 1773 წელს ასტრახანში გადაწერა ბაუმეისტერის „ლოგიკა“ (A 15). მისი გადაწერილია მარხვის მეტაფრასი (A 276), 1788 წ. მისი დახატული წმ. ბარბარეს ხატი დღეს ანჩისხატის ტაძარშია.

1795 წ. აღა მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ანჩისხატის ხატი ზურგზე მოკიდებული მცხეთაში აიტანა და ასე გადაარჩინა. 1802 წ. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა უბოძა ოქროს გულის ჯვარი და კუნკული და დაუნიშნა პენსია. სოლომონი არის „ქადაგებათა“ ავტორი, მას ეკუთვნის ლექსი „ეტრფის მთიებსა“.

ერთხანს სიონის ტაძარში მოღვაწეობდა. დაკრძალულია ანჩისხატში.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.12.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0