სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
კანდელაკი ნიკიფორე 1831-1911წწ  არქიმანდრიტი დაკრძ. გელათში კანდელაკი ნიკიფორე 1831-1911წწ  არქიმანდრიტი დაკრძ. გელათში

1831-1911 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კანდელაკი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

კანდელაკი ნიკიფორე 1831-1911წწ არქიმანდრიტი დაკრძ. გელათში


არქიმანდრიტი ნიკიფორე (კანდელაკი)
არქიმანდრიტი ნიკიფორე (კანდელაკი) დაიბადა 1831 წელს. საეკლესიო განათლება მიიღო გელათის მონასტერში. 1852 წლის 1 ივნისიდან ოზურგეთის საკათედრო ტაძრის, 1853 წლის 1 ოქტომბრიდან ქუთაისის საკათედრო ტაძრის მედავითნეა. 1854 წელს გახდა იპოდიაკონი. 1860 წლის 8 მარტს გელათის მონასტერში აღიკვეცა ბერად, 9 მარტს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 24 მარტს კი ხელი დაასხეს მღვდლად. 1864 წლის 10 იანვარს დაინიშნა ქუთაისის საკათედრო ტაძრის ქართულ და რუსულ მგალობელთა გუნდისხელმძღვანელად. 1866 წლის 7 თებერვალს დაინიშნა გელათის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად და მონასტრის ეკონომოსად. 1871 წლის 1 ნოემბრიდან 1872 წლის 14 ივნისამდე გელათის წინამძღვრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელია.



1872-92 წლებში კაცხის მონასტრის წინამძღვარია. 1872 წლის 17 ნოემბერს იღუმენის, ხოლო 1888 წლის 15 მაისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1892 წლის 7 მარტიდან ჭელიშის მონასტრის წინამძღვარია, ხოლო 1897 წლის 29 მარტს დაინიშნა ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად. 1897-98 წლებში გაიყვანა მონასტერში ახალი წყაროს წყალი, ერთი ვერხი და 400 საჟენიდან, სოფელ კალაუტაში გადააკეთა მონასტრის ოთხთვალიანი წისქვილი, ამ დამსახურებათა გამო 1898 წლის 14 ივნისს დაჯილდოვდა წმ. ანას II ხარისხის ორდენით. 1905 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით. 1906 წლის ნოემბრიდან 1911 წლის 13 დეკემბრამდე (გარდაცვალებამდე) გელათის მონასტრის წინამძღვარია. დაკრძალულია გელათის მონასტრის ეზოში. ფოტო მოგვაწოდა ბატონმა შოთა ობოლაძემ არქიმანდრიტ ნიკიფორეს ბიოგრაფიული ცნობები მოგვაწოდა ბატონმა მერაბ კეზევაძემ.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.09.2025
ბოლო რედაქტირება 18.11.2025
სულ რედაქტირებულია 3




ნიკიფორე სვიმონის ძე კანდელაკი 1864-1948წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ველევი (ამბროლაური)

2 0

კანდელაკი

1 0

კანდელაკი ამბროსი ბესარიონის ძე 1870-1939წწ მართლ. მღვდელიდაბ. სოფ. ჭოგნარი, სამტრედია

2 0

კანდელაკი ვასილ ივანეს ძე მართლ. მღვდელი 1887-1917წწ ზედა მესხეთის გიორგის ეკლესია, წყალტუბო

2 0

ეპისკოპოსი ტარასი (იაკობ კანდელაკი) 1871-1951წწ დაბ. სოფ. კავთისხევი კასპი

2 0

ერმალოზ ლუკას ძე კანდელაკი 1857-1914წწ დეკანოზი დაბ. სოფ. კულაში (სამტრედია)

2 0

ბარნაბა კანდელაკი 1855 - 1910წწ გარდ. 55 წლის რუსეთის გენერალი, მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომებში. ფოტო სიმბოლურია, დაბ. ოზურგეთი, გურია

2 0

ჯამბულ კანდელაკი 1959-1993წ. გარდ. გარდ. 34 წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი.

3 0

კახა კანდელაკი 1971-92წწ გარდ. 21 წლის ზუგდიდში დაბ. თბილისი

2 0

პავლე კანდელაკი 1900-68წწ მსახიობი. დაბ. აბაშა,სამეგრელო.

1 0


ნანა კანდელაკი 1921-2008წწ დრამატურგი, მწერალი დაბ. კავთისხევი, კასპი, ქართლი

1 0


დავით კანდელაკი 1956წ. მხატვარი, რეჟისორი, დაბ. ქ. თბილისი.

1 0


ვოვა კანდელაკი 1943წ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1 0


კახი კანდელაკი 1965წ. თანამდებობის პირი, მხატვარი, სპორტსმენი, ქ. თბილისი.

1 0


ზურაბ კანდელაკი 1941წ მწერალი, პუბლიცისტი, რეჟისორი, თბილისი

1 0


ოთარ კანდელაკი დ.1928წ. ფალავანი თავისუფალი ჭიდაობა წარმ. სოფ ნიჩბისი მცხეთა

2 0


გიორგი კანდელაკი დ.1974წ. მსოფლიო ჩემპიონი კრივი სოფ. ვარიანი გორი

1 0

2 1 0


ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი დ.1893-1959წ. ქართველი ფალავანი 170კგ სოფ. ნიჩბისი მცხეთა

4 0


ბექა კანდელაკი დ.1995წ. ევროპის ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა წარმ. სოფ. ნიჩბისი მცხეთა

2 0

7 2 3