გენერალ-მაიორი (10. 12. 1910) 10. 01. 1855 - 1910 ფოტო სიმბოლურია
ბარნაბა იასეს ძე კანდელაკი დაიბადა ქ. ოზურგეთში, მღვდლის ოჯახში.
დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ტფილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი მე-2 თანრიგით. სამხედრო სამსახურში შევიდა 1871 წელს.
მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომებში.
1878-1891 წწ. მსახურობდა ასმეთაურად, ხოლო 1892 წლიდან ბატალიონის მეთაურად.
1904-1905 წწ. მეთაურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მე-7 პოლკში
1905 წელს დაინიშნა სახელმწიფო მილიციის მე-16 ქვეითი დრუჟინის მეთაურად.
1905 წლის 19 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.
1906 წელს მსახურობდა დოროგობუჟის 143-ე ქვეით პოლკში.
1906-1908 წწ. მეთაურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მე-8 მსროლელ პოლკს.
1908-1910 წწ. მეთაურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მე-16 მსროლელ პოლკს.
1910 წლის დეკემბერში გადადგა სამხედრო სამსახურიდან.
დაჯილდოებული იყო:
„წმ.სტანისლავის“ III (მახვილებით და ბაფთით – 1878), II ხარისხით (1894) და I ხარისხით (1895);
„წმ.ანას“ III (1890) ხარისხით;
„წმ. ვლადიმერის“ IV (მახვილებით და ბაფთით –1903) ხარისხით „25-წლიანი უმწიკვლო სამხედრო სამსახურისთვის“.
სავარაუდოდ, გარდაიცვალა 1910 წლის შემდეგ, ოზურგეთში. მისი დაკრძალვის ადგილი უცნობია.
ფოტო სიმბოლურია გიორგი კანდელაკი