ნანა კანდელაკი დაიბადა 1921 წელს კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში. დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის მესამე საცდელ-საჩვენებელი სკოლა 1937 წელს.
სწავლობდა რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში საამშენებლო ფაკულტეტზე. მუშაობდა მწერალთა კავშირის არქივის გამგედ. მისი პირველი მოთხრობა 1950 წელს დაიბეჭდა. ავტორია პიესების: "მეცნიერი სოფელში", "ხალხის ძალა", "მე და ჩემი ნათესავები", "დაკარგული ბედნიერება", "მოულოდნელი პასუხი", "გოროზი". მისი პიესები ძირითადად იდგმებოდა რესპუბლიკის სახალხო თეატრებში, ხოლო პიესა "მეცნიერი სოფელში" რეჟ. მ მეძმარიაშვილმა 1954 წელს დადგა ფოთის სახელმწიფო თეატრში. იგი ავტორია ერთმოქმედებიანი პიესებისა და სცენების, რომლებიც სხვადასხვა დროს სრულდებოდა; ნაწარმოებები ცალკე წიგნად გამოიცა 1969 წელს. მისი პიესა "გოროზი" დაისტამბა პერიოდულ ჟურნალ "დრამატურგიაში" (N1-2, 1993). ხალხური შემოქმედების სახლმა გამოსცა მისი პიესები "მოულოდნელი პასუხი" (1954) და "მეცნიერი სოფელში" (1966).
წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.57
ბიბლიოგრაფია
- ქარტეხილი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1996. - 240გვ.
- მოგონებები, წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1989. - 147გვ.
- ფერიცვალების რეცეპტი : იუმორისტ. მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, 1988. - 47გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00011166/
ფოტო დასაზუსტებელია წყარო: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/273037