სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11793

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
დავით ზურაბის ძე წერეთელი 1781-1853წწ მიტროპოლიტი  დაბ. საჩხერე დავით ზურაბის ძე წერეთელი 1781-1853წწ მიტროპოლიტი  დაბ. საჩხერე

1781-1853 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი წერეთელი სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

დავით ზურაბის ძე წერეთელი 1781-1853წწ მიტროპოლიტი დაბ. საჩხერე

საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.18

,,მენღრელთა, აფხაზთა, სვანთა, თაკვერთა, და ჭყონდიდის’’ მიტროპოლიტი დავიითი (წერეთელი) 1781-1853

მიტროპოლიტი დავითი — ერისკაცობაში დავით ზურაბის ძე წერეთელი 1781 წელს საჩხერეში, თავადის ოჯახში დაიბადა. მამამისი, გენერალ-მაიორი ზურაბ წერეთელი იმერეთის მეფის სახლთუხუცესი იყო. დედა, თამარ დადიანი, სამეგრელოს მთავრის ასული გახლდათ. XII-XIII საუკუნეში გადაწერილ ოთხთავზე არის ასეთი წარწერა — „ჩყკგ-სა წელსა, თებერვლის კგ-სა, დღესა პარასკევსა ალიონზე მიიცვალა დედაჩემი, თამარ დადიანის ასული, დამიშრტა ნათელი სიცოცხლისა ჩემისა. მოვაკლდი გარდამეტებულსა დედაშვილურსა სიყვარულსა მისსა, ვეღარ ვიხილავ კეკლუცსა და შვენიერსა პირსა მისსა, აღარ მიალერსებს ჩვეულებისაებრ დედაი ჩემი, დავფალ ხელითა ჩემითა ჯრუჭს მონასტერსა შინა მარჯვენით მხარეს მამისა ჩემისა, მეუღ- ლისა თვისისა ზურაბ წერეთლისა თანა და ძისა მისისა ნიკოლაოსის თანა და წარვიდენ ესენი განსასვენებელსა კეთილსა და სანეტაროსა, მაგრამ მე დავრჩი ობლათ და მოვაკლდი შობლიურსა სიყვარულსა მათსა, თვით ძუძუთი დედისა ჩემისათა ვარ გაზდილი მათი მოცილე- ბული საწყალი დავით მიტროპოლიტი.“ ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემ-დეგ, 13 წლის ასაკში, დავითი აღსაზრდელად მიაბარეს გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში, გენათელ მიტროპოლიტ ექვთიმეს (შერვაშიძე). 1796 წლის 22 აპრილს (მეორე ვერსიით, 22 თებერვალს) მიტროპოლიტმა ექვთიმემ იგი ბერად აღკვეცა და სახელად ისევ დავითი უწოდა. 1798 წლის 23 აპრილს დიაკვნად აკურთხა და ამავე წლის 8 ოქტომბერს არქიდიაკონის წოდება მიანიჭა. 1803 წლის 29 მარტს მღვდლად დაასხა ხელი. 1803 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სვიმონი (ქავთარაძე) და მის ადგილზე ქუ- თათელმა მიტროპოლიტმა დოსითეოსმა (წერეთელი) მამა დავითი დანიშნა, რომელსაც 1804 წლის 4 იანვარს (მეორე ვერსიით 14 სექტემბერს), არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1805 წლის 24 აპრილს იმერეთის მეფის სოლომონ II-ის რეკომენდაციითა და თხოვნით, მიტროპოლიტებმა — ქუთათელმა დოსითეოსმა (წერეთელი), გენათელმა ექვთიმემ (შერვაშიძე) და მთავარეპისკოპოსებმა — ნიკორწმიდელმა სოფრონმა (წულუკიძე) და ხონელმა ანტონმა (ჩი-ჯავაძე) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა და ხინოწმიდის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. ხინოწმიდის ეპარქია მდებარეობდა აჭარაში და რადგანაც 1780 წლიდან ხინოწმიდა თურქებს ეჭირათ, ამიტომ იგი ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად დატოვეს და ნომინალურად იწოდებოდა ამ ეპარქიის მმართველად. მიტროპოლიტმა დავითმა ბევრი იღვაწა ჯრუჭის მონასტრის საკეთილდღეოდ და გასამშვენებლად. მთავარი ტაძრის ერთ-ერთ კედელზე არსებული წარწერა ამის შესანიშნავი დასტური იყო: „მონასტერი ქალაქ ვყავ“. მის სიცოცხლეში აურაცხელი სიმდიდრე და ქონება გააჩნდა მონასტერს, 500-ზე მეტი გლეხი, ყმა და მამული, წისქვილები, რომლებიც, სამწუხაროდ, შემდეგ წლებში განადგურდა და დაიკარგა. მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით, დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნის I ნახევარში გადაიწერა და განადგურებას გადაურჩა მრავალი საეკლესიო და ისტორიული წიგნი, რომელთა უმეტესობა მან ჯრუჭის მონასტერს შესწირა. 1919 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა მონასტერში არსებული წიგნები და ძვირფასი ხელნაწერები თბილისში გადმოიტანა და დღეს ისინი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის დაცული. წიგნებზე არსებობს მინაწერები, რომლებიდანაც დასტურდება მეუფე დავითის ღვაწლი ამ საქმეში. აი, ერთ-ერთი ასეთი მინაწერი: რომანოზ მესვეტის წერილი მიტროპოლიტ დავითს „თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ, იმერთა სახლთუხუცის ღენერალ და კავალერისა ზურაბ წერეთლისა ძეო და სრულიად მენღრელიისა სამთავროისა მწყემსმთავარო, მენღრელთა, აფხაზთა, სვანთა და თაკვერთა, ჭყონდიდის მიტროპოლიტო დავით, მოწყალეო ხელმწიფევ! ვინათგან უუმეტესად ყოველთა შორის პატიოსანთა ნივთთა მოპოვნებად სურს სამღთოსა მას სულს: თქვენსა სამღთოისა წერილისა, ამისთვისცა მეცა ვიგულსმოდგინე სხვათა ნივთთა გარეშე მყოფმან და უპოვარმან, ვითარცა მოციქული ბრძანებს: ოქრო და ვერცხლი არა მაქუს და შემდგომი მისი. და აწ შემოგწირავთ, წმიდაო მეუფეო, მცირესა ამას ნაშრომსა ხელისა ჩემისასა სამღთოსა მას და დიდებულსა წიგნსა ცხოვრებასა წმიდისა კლემენტოს რომთა პაპისა, თუ ვითარ სახედ დაემოწაფა წმიდასა მოციქულსა მაცხოვრისასა პეტრეს, და წამებაცა მისი, რომელიცა წერილ არს ამას შინა და შეიწირე, მეუფეო, მსგავსად მეუფისა ზეცისა შეწირულ იქმნა ქვრივისა მის მწულილი უფროს მდიდართასა. წმიდისა მეუფებისა თქვენისა უქუეშევრდომილესად თაყუანისმცემელი მონა თქუენი გლახაკი მონაზონი, მარტვირიისა ეკლესიისა სვეტსა შინა მარტომყოფი ცოდვილი რომანოსს. წელთა 1839-სა, აპრილს, 29-სა“. (ანდერძი) „აღიწერა ხელითა ცოდვილისა ბერისა მარტვირიის მონასტრის სვეტსა შინა მარტომყოფისა რომანოზისათა, რისათვის ვითხოვ ყოველთა მიერ შენდობით ხსენებასა სულისა ჩემისასა. წელთა ქრისტესით ათას რვაას ოცდათორმეტსა, აპრილსა კზ-სა“.

26-3 საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.19

,,მენღრელთა, აფხაზთა, სვანთა, თაკვერთა, და ჭყონდიდის’’ მიტროპოლიტი დავიითი (წერეთელი) 1781-1853 (გაგრძელება)

 

1829 წლის 23 ივნისს მეუფე დავითი სამეგრელოს ეპისკოპოსად დაინიშნა. 1834 წლის 9 ივნისს ავადმყოფობის გამო გადადგა ეპარქიის მართვისაგან და კვლავ ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. იმერეთის ეპარქიის მმართველის, მთავარეპისკოპოს სოფრონის (წულუკიძე) გარდაცვალების შემდეგ (გარდაიცვალა 1842 წლის 2 იანვარს), 1843 წლის 7 აგვიტოს იმერელი თავადებისა და სასულიერო პირების თხოვნით, იმერეთის ეპარქიის კათედრა დაიკავა, რომელსაც სიკვდილამდე მართავდა. მიტროპოლიტი დავითი 1853 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს მის მიერ აღდგენილ ჯრუჭის მონასტერში. შემორჩენილია ფრიად საინტერესო მოგონება მეუფე დავითის შესახებ, რომელიც 1915 წელს გაზეთ „სამშობლოში“ დაიბეჭდა ასეთი სათაურით: „დავით მიტროპილიტი და დიდ წვერიანი“: „დავით მიტროპოლიტს გონიერისა და მიმხდურ მ. ვდელმთავრის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი იმერეთის ეპარქიაში. ძლიერ იშვიათად შესცდებოდა თავის საქმეში: რაც უნდა ტიპიკონის მცოდნე და მწიგნობარი სამღვდელოდ გამზადებული პირი ყოფილიყო, არასოდეს არ აკურთხებდა, თუ არ დარწმუნდებოდა, რომ სამღვდელო კანდიდატი ჭკუით საღი და ხასიათით მტკიცე კაცი არ იყო. „წიგნი ცოდნას აძლევს კაცს მხოლოდ, ჭკუა კი თან შობილი საუნჯეაო და, თუ ადამიანს ეს სიკეთე არ ახლავს, ცოდნა ამაოდ ჩაუვლისო“, — ბრძანებდა ხოლმე ხშირად მისი მეუფება. მიტროპოლიტის სახლის კაც – წერეთლებს — ერთი აზატი გლეხის ოჯახი მეტად მიჩნეული ჰყავდათ. სულითა და გულით უყვარდათ და ცდილობდენ, რომ ერთი ამ ოჯახის შვილი მიტროპოლიტს მღვდლად ეკურთხებინა. ეს აზატი გლეხი გვარად გუდაძე იყო. ამ ოჯახში იზრდებოდა ერთი შესახედავი და მოყვანილი ახალგაზრდა. წერეთლები დარწმუნებული იყვნენ, მათი მოგვარე და ნათესავი მიტროპოლიტი ასე უბრალო თხოვნაზე უარს არ ეტყოდათ. ახალგაზრდა გუდაძე ოცდაათი წლის შეიქნა, ტიპიკონი და საღვთო წერილი ჯრუჭის მონასტერში შეისწავლა და ამ ორ საქმეში ბადალიც არა ჰყავდა. ახლა შეიქნა შუამდგომლობა. მიდის წერეთელი წერეთელზე სავედრებლად, მაგრამ მღვდელმთავარი ყველას უარით ისტუმრებს და უარის მიზეზს კი არავის ეუბნება. გუდაძის ბედით დაინტერესებულმა წერეთლებმა სხვა ხერხს მიმართეს. მღვდელმთავრის მზარეული დაასაქმეს. გაგვიგე, მისი მეუფება ასეთს მომზადებულ დიაკონს კურთხევის უარს რატომ ეუბნებაო. მზარეულმა ბატონს მშვენიერი სადილი მოუმზადა, რომ ნასადილევს, როცა მღვდელმთავარი „კაი გუნებაზე“ იქნებოდა, გუდაძის უბედურობის ამბავი გამოეკითხა. ნასადილევს მისი მეუფება აივანზე გამობრძანდა და თვალის წარმტაც რიონის ხეობას და აჭარა-ახალციხის მთებს გასცქეროდა. მზარეული ბალკონის მოაჯირს აეტუზა და მღვდელმ- თავარს ვედრების თვალი მიაპყრო. რაღაცის თქმა რომ დააპირა, მიტროპოლიტმა დაასწრო: „რისთვის გასჯილხარ, საჩინო ჩემო?“ მეუფეო, მე ღვთისგან დასჯილმა კაცმა დამსაჯა. ხუმრობის გუნებაზე ხარ, მგონი, ჩემო საჩინო, როგორც გეტყობა ლაპარაკში. თქვენო მეუფებავ, ღვთის მაგიერ კაცთან ხუმრობას მე რა მსჯის?! კი, მარა დღეს კარგი სადილი გაგიკეთებია და ეგება თავი მოგწონს. ახლა საჩინო დარწმუნდა, რომ მისი მეუფება მართლა კარგს გუნებაზეა, და რასაცა სთხოვს უთუოდ შეიწყნარებს. არა, მეუფეო, თქვენი მონა საჩინო და თავის მოწო- ნება ვის გაუგონია, მაგრამ ერთი რამ უნდა გთხოვო, თუ არ გამირისხდები. სთქვი, საჩინო ჩემო, მხოლოდ ყოველთვის დღევანდელივით მოსაწონი სადილი გაგვიკეთე კი. ღმერთმა თქვენი წყალობა ნუ მომაკლოს და სადილს თუ არ გავაკეთებ, აბა, რაღასი მაქნისი ვიქნები?  აბა, სთქვი, რაღას ულოდინებ? თქვენს მოწყალებას, მეუფეო, და მოგახსენებთ: „ეთქვენი დიდი ოჯახების ნამსახური და მათგანვე გააზატებული გუდაძის შვილი რომ ასე დაიარება, ნუთუ, მეუფეო, იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ოდესმე მღვდლობას ეღირსება? ოდესმე, არ ვიცი და ჩემს მიტროპოლიტობაში იგი მღვდლად კურთხევას ვერ მოესწრება. რატომ, მეუფეო, იმას თქვენი იმედი უფრო ჰქონდა. არა, ჩემო საჩინო, იმის კურთხევის უარი შენზე უფრო ერთგულსა და პატივცემულ კაცებს ვუთხარი. ბატონო, რა დააშავა ამდენი? ის, რომ გრძელი წვერი აქვს. მეუფეო, ხუმრობა ღმერთმა ნუ მოგიშალოს, მაგრამ წვერი ხომ მღვდლის მაშვენებელი სამკაულია: მე მთლად იმიტომ ვიმედობდი, რომ თანამდებობის შესაფერი ჩინებული წვერი გულბოყვსა და მკერდს უშვენებდა საბრალო გუდაძეს. არა, ჩემო საჩინო, მე იმისი შუამდგომელი ყველა შემოვიცალე და შენ კი ნამდვილი მიზეზიც უნდა გითხრა: ყოველი დიდწვერა კაცი მოსულელოა და მოსულელო კაცი ღვთის მსახურებისათვის და თანამდებობისათვის არ ვარგა.

26-4 საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.20

,,მენღრელთა, აფხაზთა, სვანთა, თაკვერთა, და ჭყონდიდის’’ მიტროპოლიტი დავიითი (წერეთელი) 1781-1853 (დასასრული)

 

მეუფეო, თქვენსავით ვის ეცოდინება, როგორი უნდა იყოს სამღვდელო პირი!... მხოლოდ ნება მიბოძე, რომ მისი უკურთხეობის მიზეზი გადავსცე საწყალ გუდაძეს, რათა თავის შესაფერ გზას ეწიოს. კი, საჩინო ჩემო, მოურიდებლათ უთხარი, ეგებ მისმა გამოწვრთნილმა შუამდგომლებმა შემდეგ მაინც მომასვენონ. მეორე დღეს წვერა გუდაძე მზარეულთან მოიჭრა ამბის გასაგებათ. საჩინომ კარგი ამბავი ვერ დაახვედრა გუდაძე დიაკონს: „ბატონმა ბრძანა, გუდაძეს ვერ ვაკურთხებ, რადგანაც გრძელი წვერი აქვს: ყოველი გრძელწვერა კაცი მოსულელო და ბრიყვი არისო“. გუდაძეს ელდა ეცა და მაშინვე შინისკენ გაიჭრა, სახლის აივანში ცოლი მოიკითხა. სადღაც ბოსტანში გადასულიყო სუნელისათვის. დაძახილზე ცოლი ბოსტნიდან საბიჯალაზე საჩქაროთ გადმოხტა, ეგონა, მიტროპოლიტის ალნება იშოვა ჩემმა სამღვდელოთ გამზადე- ბულმაო. გუდაძემ მეუღლეს მიაძახა, ანთებული თაფლის სანთელი ჩქარა მომაწოდეო. ცოლს კიდე უფრო დიდი იმედი მიეცა, უთუოდ საჩინოს თხოვნამ გასჭრაო და ანთებული ჩირაღდანი მეუღლეს მოურბენია. გუდაძემ ეს ვებერთელა გაფოფხილი წვერი მარცხენა ხელში ხელაურივით მობღუჯა და მარჯვენათი სანთლის ალი შეუნთო. მოედვა ალი გუდაძის სამკა-ულს. წვერიდან ალი ხელსაც სწვდა, მწვავ სიმწარეს ვეღარ გოუძლო, წვერს ხელი გაუშვა, ახლა ალმა წვერის ძირამდიც მიაწია და ცოლს რომ დროზე ჭკუა არ ეხმარა და ჩაფით წყალი არ მიეშვა სამღვდელო მეუღლისათვის, გუდაძეს წვერის დამოკლებასთან ერთად თავპირიც დაეხრუკებოდა. საჩინომ რომ ეს ამბავი ყოვლადსამღვდელოს დიდი შებრალებით მოახსენა, მისმა მეუფებამ ასე ბრძანა: „ხომ გითხარი, საჩინო ჩემო, რომ ყოველი გრძელწვერა კაცი მოსულელო და ბრიყვია-მეთქი. ნეტა თუ მართალია მიტროპოლიტის აზრი?“


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.09.2025
ბოლო რედაქტირება 20.09.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0