გიორგი 24 წლის ვაჟკაცი გახლდათ, იმ პერიოდში მოსკოვში მუშაობდა,როცა ძმის დაღუპვის შესახებ გაიგო, ჩამოვიდა.
ღირსეულად დაიტირა ძმა და შეჰფიცა, შენს სისხლს აუცილებლად ავიღებო. დაკრძალვის შემდეგ ოჯახს გამოუცხადა, ისევ უკან ვბრუნდებიო და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, არადა, თვითმხილველები ადასტურებენ, რომ სოხუმის დაცემის წინ,თვითმფრინავი რომ აფეთქდა, გიორგი იმ თვითმფრინავში ამსვლელი დავინახეთო.ძმები ქვრივი დედის იმედი იყვნენ, რომელმაც ობლობაში გამოზარდა ისინი.