გოგი წერეთელი დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. 25 თებერვალი, 1944
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1975 წელს; 1980 წელს სსრკ სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო.
1972-1976წწ. იყო გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" მხატვარი რედაქტორი; მწერალთა კავშირის მთარგმნელობითი კოლეგიის მხატვარი; 1977 წლიდან ჟურნალ "ცისკრის" მხატვრული რედაქტორი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი. მისი ნამუშევრები დაცულია ლუდვიგის მუზეუმში(გერმანია), რიო და-ჟანეიროს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, სოფიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, აშშ, გერმანიის, ბელგიის, ჰოლანდიის, რუსეთის, საქართველოს კერძო კოლექციებში.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 389.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- მხატვართა კავშირის გამგეობა, წევრი (1987-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საქართველოს დამსახურებული მხატვარი