დავით წერეთელი 14 ივლისი 1896-1980 დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს.
იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1918 წლიდან მონაწილეობდა ქართველ მხატვართა გამოფენებში. მხატვარ-დეკორატორად მუშაობდა ქართული დრამის თეატრში. ავტორია საინტერესო პეიზაჟებისა და პორტრეტებისა, ასევე ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფერწერული ტილოებისა: "გალაკტიონი" (1919), "ავტოპორტრეტი" (1922), "ქართლის ეტიუდი", "მწერალი ნ. ლორთქიფანიძე" (1923), "მხატვრის ქალიშვილი ნანი წერეთელი" (1947 - ყველა მხატვრის კუთვნილება) და სხვა.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 306, თბ., 1987
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1962 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი