ნუგზარ წერეთელი (1935) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1957 წელს; 1974 წელს კი სკკპ ცკ-სთან არსებული უმაღლესი პარტსკოლა.
1962-1974 წლებში კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზეა. 1974-1986წწ. საქართველოს სსრ საავტორო უფლებების რესპუბლიკური სააგენტოს უფროსი; 1993-1996წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-მუშაკად; ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ყველა სიმღერა იწყება შენით" (1980), "მარად და ყველგან" (1985), "ფიქრიანი შემოდგომა" (1986); თარგმანები სლოვაკურ (კრებული: "სლოვაკური პოეზიის ანთოლოგია", მ. ფოცხიშვილთან ერთად, 1985; მ. ვალეკის, ვ. მიჰალიკის კრებულები) და პოლონური პოეზიიდან; მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება გ. რჩეულიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე "მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ" (1980, 1984), მონოგრაფია "სიმონ ჩიქოვანის შემოქმედება", 1981) და სხვა.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.308; http://www.d920462.u-telcom.net/reqtori.html
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - საქართველოს ლექტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1993-)
- საქართველოს სსრ რესპუბლიკის საზოგადოება "ცოდნა", გამგეობის თავმჯდომარე (1986-)
- სკკპ, წევრი (1963-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1983 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
ბიბლიოგრაფია
- გზა განვლილი და გასავლელი (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 2010. - 652გვ.. - ISBN: 978-9941-411-35-9
- უწყვეტი ძახილი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 180გვ.
- "აი, მე გურამი ვდგავარ თქვენს წინ" : გურამ რჩეულიშვილის ცხოვრება და შემოქმედება (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1990. - 224გვ.