გია ხუციშვილი 18 ივლისი 1966 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1989 წელს.
1990-2000წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მონუმენტურ-დეკორატიული კათედრის ფერწერისა და კომპოზიციის მასწავლებელი; 1993-2002წწ. თბილისის ხელოვნების ინსტიტუტში სახვითი ხელოვნების კათედრის ფერწერის, ხატვის და კომპოზიციის უფროსი მასწავლებელი; 1997-2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კათედრის ფერწერის, ხატვის და კომპოზიციის მასწავლებელი; 1999-2002წწ. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში კითხულობდა ლექციების კურსს ხელოვნების ისტორიასა და კულტუროლოგიაში; 2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის (ფერწერა, კომპოზიცია) ასოცირებული პროფესორია. 1996-2008წწ. რამოდენიმე რესპუბლიკური გამოფენის, აქციის, წიგნისა და სამხატვრო ალბომის ავტორი, მთარგმნელი და შემდგენელია ("ავთო ვარაზი" 1998, "მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო" 1999, სიმონ სხირტლაძე "მრავალძალი" 2002, თამაზ ხუციშვილი "ფერწერა, გრაფიკა" 2006 და მრავალი სხვა.). გია ხუციშვილის ფერწერული ნამუშევრები მოთავსებულია მრავალ სამხატვრო კატალოგში. მისი ფერწერული და გრაფიკული სურათები, ასევე ხატწერის ჟანრში შესრულებული ნამუშევრები ინახება საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.
წყარო: თანამედროვე ქართული ხელოვნების პორტალი: art.gov.ge
ბიბლიოგრაფია
- მრავალძალი : წერილები, ჩანაწერები, ნაწყვეტები უსათაურო ლექსებიდან, მოგონებები (ილუსტრატორი). - თბილისი, 2000. - 222გვ.
- ავთო ვარაზი, 1926-1977 (შემდგენელი). - თბილისი, ხელოვნება., 1998. - 87გვ.
- ვიდეო https://www.palitravideo.ge/yvela-video/shoubiznesi/41130-qthibisi-art-galereashiq-gia-khucishvilis-personaluri-gamofena-gaikhsna.html