გივი ხუციშვილი დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 11 იანვარი, 1921 - 6 აგვისტო, 1979
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1942 წელს.
1958 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1956 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მყარ სხეულებში მაგნიტურ-რეზონანსული მოვლენების თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი კლასიკური გამოკვლევები ეხება ბირთვული მაგნიტური რეზონანსისა და მყარ სხეულებში ბირთვული სპინების დიფუზიის, პოლარიზაციისა და რელაქსაციის თეორიებს. შექმნა კონდენსირებულ გარემოთა რადიოსპექტროსკოპიის თბილისის სკოლა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი იყო საბჭოთა კავშირში.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 520
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1967-)
- ფიზიკოსთა საერთაშორისო საზოგადოება "ამპერეს", კომიტეტის წევრი (1967-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1977 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1970 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრე