სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გიორგი ხუციშვილი 2001წ. გარდ. თბილისი ომში მიღებული ჭრილობებით, იბრძოდა მამასთან ზვიადთან, ერთად. დაბ. სოფ. სევი ონი რაჭა-ლეჩხუმი გიორგი ხუციშვილი 2001წ. გარდ. თბილისი ომში მიღებული ჭრილობებით, იბრძოდა მამასთან ზვიადთან, ერთად. დაბ. სოფ. სევი ონი რაჭა-ლეჩხუმი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხუციშვილი სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

22       ბეჭდვა

გიორგი ხუციშვილი 2001წ. გარდ. თბილისი ომში მიღებული ჭრილობებით, იბრძოდა მამასთან ზვიადთან, ერთად. დაბ. სოფ. სევი ონი რაჭა-ლეჩხუმი

ხუციშვილი გიორგი


...1993 წლის თებერვალში ბრძოლის ველზე ერთად დაიჭრნენ მამა-შვილი ზვიად და გიო ხუციშვილები. მძიმედ დაჭრილებს პირველი დახმარება იქვე აღმოუჩინეს, რადგან ტრანსპორტი არ იყო დაჭრილთა გადასაყვანად, მებრძოლებმა იკისრეს მათი ხელით წაყვანა სოხუმამდე. იქიდან კი თბილისში გადააფრინეს. შვილი ფეხში დაიჭრა და ტერფი დაემსხვრა. მამას კი ოთხი ჭრილობა ჰქონდა ფეხში, ხელში, თავსა და ფერდში.

განსაკუთრებით თავის ჭრილობა აღმოჩნდა საშიში. მაგრამ ძლიერმა ორგანიზმმა და ძლიერმა სულმა, სიცოცხლისაკენ სწრაფვამ გადაარჩინა ვაჟკაცი.

- `სიკვდილის დამარცხება, სიცოცხლის გადარჩენა მივულოცოთ მამა-შვილს. დაე, სამშობლოსათვის დაღვრილი მათი სისხლი თბილ რძესავით შერგებოდეს ჩვენს მრავალტანჯულ საქართველოს,~ - იტყობინებოდა 1993 წლის 28 აპრილის გაზეთი ,,ონი~.


გადიოდა დრო და მამა-შვილს სასტიკი ტკივილები კვლავ ახსენებდათ თავს. 2000 წელს, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მიღებული ჭრილობებისაგან, გარდაიცვალა მამა - ზვიად ხუციშვილი, ერთი წლის შემდეგ კი შვილი, სერჟანტი გია ხუციშვილი...

ვინ იყვნენ ზვიად და გია ხუციშვილები? ისინი რაჭიდან, ონის რაიონის სოფელ სევიდან იყვნენ...

როდესაც სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრა, გია ხუციშვილი გამოცხადდა სამხედრო კომისარიატში, საიდანაც შავნაბადაზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში გაანაწილეს. იქ გაიარა სათანადო სამხედრო მომზადება.

გიამ მშობლებს აცნობა, რომ მალე აფხაზეთში მიდიოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამამ - ზვიადმა მოსვენება დაკარგა. ვერ წარმოედგინა, შვილი ომში გაეშვა და თავად კი შინ დარჩენილიყო. მრავალი თხოვნის შემდეგ, მამაც გიას ნაწილში ჩარიცხეს და მამა-შვილი ერთად წავიდნენ ომში.

მკითხველს უნებლიედ ,,ჯარისკაცის მამა~ გაახსენდება, მეორე მსოფლიო ომში ქართველი მებრძოლის მამა დაჟინებით რომ ითხოვს ფრონტის წინა ხაზზე გაშვებას. ისტორია მეორდება. საქართველოში მრავლად არიან ასეთი მამები, ციხე-სიმაგრესავით რომ დაუდგებიან მომავალ თაობასა და სამშობლოს ერთიანობას.

მამა და შვილი მედგრად იბძროდნენ სოხუმთან. აკი აფხაზეთში მიღებული ჭრილობები გახდა წლების შემდეგ, მათი დაღუპვის მიზეზი...



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.08.2021
ბოლო რედაქტირება 27.11.2022
სულ რედაქტირებულია 2




ხუციშვილი ნიკოლოზ (შვილი დეკანოზი ხარლამპ) 1861-1904წწ დეკანოზი ყვარლის ნათლიმცემლის ეკლესია, დაბ. ყვარელი

2 0

ხუციშვილი თეოდორე (თამაზ) იროდიონის ძე დაბ. 1965წ. დეკანოზი, ყაზანის (ლაგოდეხი) ღვთიმშობლის ტაძარი, წინამძღვარი

1 0

ხუციშვილი მაქსიმე გიორგის ძე, დაბ.1868წ. წინამძღვარი მღვდელი, დაბ. სოფ. მუსხი (ახალციხე)

2 0

ხუციშვილი

1 0

ალექსი ხუციშვილი 1940-93წწ გარდ. სოფ. ლაბრა აფხაზეთი დაბ. დუშეთი

3 0


იმედა ლონგინოზის ძე ხუციშვილი1971-92წწ გარდ. 21 წლის, ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. თბილისში

2 0


თიკო და თეკლა ხუციშვილი შექმნა საკუთარი ისტორია დაბ. სოფ. ენისელი ყვარელი

2 0

გია ხუციშვილი 1966 მხატვარი. დაბ. თბილისი

1 0


თამაზ ხუციშვილი 1943წ. მხატვარი. დაბ. თბილისი

1 0


კახი ხუციშვილი 1928წ. მხატვარი. დაბ. სოფ. ართანა, თელავი, კახეთი.

1 0


ჯემალ ხუციშვილი 1938წ მხატვარი. დაბ. თელავი, კახეთი

1 0


ახმეტა (ბადრი) ხუციშვილი სახალხო გმირი დაბ. სოფ. შინდისი გორი ქართლი

1 0


გივი ხუციშვილი 1921-79წწ. აკადემიკოსი. ფიზიკოსი. დაბ. თბილისი.

1 0


დავით ხუციშვილი დ.2005წ. ევროპის პრიზიორი კრივი წარმ. სოფ ქვემოჭალა კასპი

1 0

0 1 0


ლადო ხუციშვილი დ.1972წ. ევროპის პრიზიორი, მკლავჭიდი დაბ. სოფ. ზემო ქედი დედოფლისწყარო

1 0

0 1 1


ბადრი ხუციშვილი დ.1999წ. ევროპის პრიზიორი კრივი ფოთი

1 0

0 0 2


დავით ხუციშვილი დ.1990წ. მსოფლიო პრიზიორი, თავისუფალი ჭიდაობა. დაბ. საგარეჯო

1 0

1 3 5


დიმიტრი ხუციშვილი მსოფლიო პრიზიორი სამბო

1 0

0 0 1