სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
იმედა ლონგინოზის ძე ხუციშვილი1971-92წწ გარდ. 21 წლის, ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. თბილისში იმედა ლონგინოზის ძე ხუციშვილი1971-92წწ გარდ. 21 წლის, ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. თბილისში

1971-1992 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ხუციშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

314       ბეჭდვა

იმედა ლონგინოზის ძე ხუციშვილი1971-92წწ გარდ. 21 წლის, ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. თბილისში

რიგითი იმედ ლონგინოზის ძე ხუციშვილი. ღაბადებულია 1971 წლის 18 ივნისს ქ. თბილისში. მსახურობდა საპატრულო პოლკში. დაიღუპა 1992 წლის 2 ოქტომბერს ქ. ცხინვალში.


ჩიხი

    ბატონი ედუარდ შევარდნაძე პრესკონფერენციაზე აცხადებს: ჩიხში მოვექეციო. ცეცხლის ალშია გახვეული აფხაზეთი, ბობოქრობს მთელი საქართველო, რომელიც თითქმის ორასი წელი ებრძოდა იმპერიათა შორის ყველაზე და უნდობელ იმპერიას და თითქოს დადგა ნანატრი თავისუფლების ჟამი. ამ დროს სახელმწიფოს მეთაური ასეთ შემაძრწუნებელ ფრაზას ამბობს!

    რა არის ეს? ნუთუ საქართველო მართლაც ისეთ დღეშია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ. უდიდესი პოლიტიკოსი გამოსავალს ვერ ხედავს? ჩვენ ვიცით, რომ არასდროს მოხვედრილა იგი ჩიხში, მაშინაც კი, როცა მსოფლიო მასშტაბის გლობალურ საკითხებს წყვეტდა. როგორც ეტყობა, დღევანდელი პრობლემა, რომელიც თითქოს რამდენიმე ათეული ათასი აფხაზისა და რამდენიმე მილიონი ქართველის ურთიერთობას ეხება, მართლაც ერთი რგოლია, ერთი კვესია, რომელმაც შეიძლება უზარმაზარი, მსოფლიო მასშტაბის აფეთქება გამოიწვიოს.

    სიძულვილი ბრმაა, სიძულვილმა შეიძლება ისეთი ნაბიჯი გადაგმევინოს, საკუთარი თავიც წააგო. ასეთ დღეშია რუსეთი. იგი ვერ შეგუებია მვეველ როლს: სულ ცოტა ხნის წინათ მსოფლიოს საკუთარ ნებას უცარნტხებდა, დღეს კი კარგავს უმნიშვნელოვანეს პლაცდარმს ამიერკავკასიაში , რომ ეს შეინარჩუნოს, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებმაც შეიძლება ჩრდილოეთ კავკასიაც დააკარგვინოს.


    სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ. რუსეთმა აშკარა საინფორმაციო ომი გააჩაღა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც არაფრით განსხვავდება კომუნისტური იდეოლოგიური ომისაგან „ამერიკელი იმპერიალისტების“ წინააღმდეგ. „ცივი ომის“ მთავარი სამიზნე დღეს საქართველოა. მაგრამ ეს „ცივი ომი“ ისევე მარაგდება ცხელი იარაღით, რუსული იარაღით, როგორც თავის დროზე კუბა, ვიეტნამი თუ ერაყი. უფრო მეტიც: მარაგდება არა მხოლოდ სამზედრო სპეციალისტებით და უახლოესი ტექნიკით, არამედ ცოცხალი ძალითაც – რუსეთის მოქალაქეებით. აფხაზ სეპარატისტთა თუ მთიელთა კონფედერაციის დაქირავებული რაზმების უშუალო თანაშემწენი არიან აფხაზეთში განლაგებული სამხედრო ნაწილები, საზღვაო და საჰაერო ფლოტი. „სამშვიდობო მისიით“ ჩამობრძანებული ჩინოვნიკები მხოლოდ შირმის როლს ასრულებენ და 3 სექტემბრის ხელშეკრულების დარღვევაზე მხრებს იჩეჩავენ – ამის შესახებ. არაფერი ვიცით, მაგრამ გავარკვევთო. დავუბრუნდეთ ბატონ ედუარდ შევარდნაძის მიერ წარმოთქმულ შემაძრწუნებელ ფრაზას ჩიხში მოხვედრის შესახებ. დღეს ყველამ ვიცით, თუ ვინ იყო ახალი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი კონსტრუქტორი. ვინ შეძლო მიხეილ გორბაჩოვის გამოყენება ავღანეთის ომის შეწყვეტის, ბერლინის კედლის დარღვევის, ცივი ომის შეწყვეტის, აღმოსავლეთ ევროპის განთავისუფლების და საბჭოთა იმპერიის დაშლის საქმეში. ეს, რა თქმა უნდა, განაპირობა უწინარესად ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურმა ძლიერებამ და რეიგანისა ღა შემდეგ ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკურმა ძალისხმევამ, მაგრამ. არაფერი გამოვიდოდა, გორბაჩოვი იმპერიული, კომუნისტური ძალების ტყვეობაში ბოლომდე რომ აღმოჩენილიყო, რაც მის მდგომარეობაში სავსებით ბუნებრივი იქნებოდა. მიხეილ გორბაჩოვი მოქმედებდა თავისი ბუნების წინააღმდეგ, აკეთებდა მას, რაც მისი წყობის ადამიანს არ უნდა გაეკეთებინა. აკეთებდა. იძულებით, და ამით იყო გამოწვეული მისი მერყეობა მარჯვნიდან მარცხნივ, და არა რაღაც განსაკუთრებული, კომპრომისული დიპლომატიური ნიჭით. გორბაჩოვი რომ ახლაც მტკიცე ლენინელია, ლიგაჩოვისაგან ბევრად რომ არ განსხვავდება, დღეს, როცა დიდი პოლიტიკიდან წავიდა სავსებით აშკარაა: იგი ახლაც იმპერიას და „დიდი ოქტომბრის“ მონაპოვარს მისტირის. მაშ, რა იყოს ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც გორბაჩოვის ავტორიტეტს ეფარებოდა, მისი საშუალებით აკავებდა საბჭოთა იმპერიულ ძალებს და აკეთებდა იმას, რაც სურდა დასავლეთს? ეს ძალა იყო ედუარდ შევარდნაძე! შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიოს პოლიტიკოსები ამას კარგად ხედავენ, შემთხვევითი მხოლოდ ის არის, რომ ამას ვერ ხედავენ ქართველები!


    ბატონ ედუარდ შევარდნაძის ღიდ პოლიტიკაში მოსვლით დაიწყო. მსოფლიო დიპლომატიის ახალი ერა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დიპლომატიის ჰუმანიზაციის ერა, მაღალი ზნეობრივი პრინციპების დამკვიდრება. რა, თქმა უნდა, ასეთი პრინციპების დამკვიდრება მხოლოდ მას არ მაეწერებას ეროდროულად  მოქმედებდა პოლიტიკოსების შესანიშნავი პლეადა: ბუში, ბეიკერი, ტეტჩერი, კოლი, გენშერი, მიტერანი, ღიუმა და სხვები. ისინი, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე ზემოქმედებდნენ და ამ ზემოქმედებაში დიდი იყო საბჭოთა იმპერიის ისტორიაში პირველად ღიმილისა და თბილი ადამიანური ურთიერთობის უნარის მქონე საგარეო საქმეთა მინისტრის როლი.

    დიპლომატიის ისტორიაში მოვიდა ხანა, როცა სიტყვას ფასი დაედო, მოვიდა ხანა არა მოტყუების, არამედ დარწმუნებისა. ახალი დიპლომატიის ერთი უბრწყინვალესი დიდოსტატი გახლავთ ბატონი ედუარდ შევარდნაძე.

და მაინც ჩიხი?

ედუარდ შევარდნაძის საერთაშორისო ავტორიტეტი დიდად წაადგა საქართველოს. იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანმა სახელმწიფომ ცნო საქართველო და ბევრმა უკვე დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა, რომ საქართველო გახდა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანის – გაეროსი, ჩვენ სწორედ მის დიდ ავტორიტეტს უნდა ვუმადლოდეთ. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ამის გარდა მრავალი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში, მათ შორის მეტად მნიშვნელოვანია რუსეთის ხელისუფლების მიერ ორგზის ოფიციალურად აღიარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, რომლის უარყოფა რუსეთს ამიერიდან მხოლოდ მსოფლიოსთან დაპირისპირების ფასად შეუძლია.

და მაინც ჩიხი?


ჩემი ღრმა რწმენით, აფხაზეთში გაჩაღებულ ომში, ჩიხში იმიტომ კი არ მოვექეცით, რომ რაიმე პოლიტიკური შეცდომა დავუშვით.

 ყოველი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც გადადგა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, სწორი იყო, ითვალისწინებდა თანამედროვე მსოფლიო დიპლომატიის დონეს. მაგრამ არ იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ არც დღევანდელი რუსეთი, არც მისი ნაწილი – მთიელ ხალხთა კონფედერაცია, არც აფხაზი ექსტრემისტები, არც მათი კოლეგები – ქართველი „ზვიადისტები“. თვით ზხიზანი ექსტპრეზიდენტის და მისი მასპინძლის ჩათვლით, ამ დონეზე.

არ დგანან. გამსახურდიას, არძინბას, დუდაევის, შანიბოვის, რუსეთის პარლამენტის დიპლომატიის დონე არ გასცილებია მონღოლი ნოინების, ხაზარების თუ ყივჩაღების აზროვნების დონეს, ვინც ღონიერია, «ს არის მართალი! ამ ნახევრად ველური პოლიტიკოსების იარაღად დღემდე რჩება სიცრუე, სიტყვის გატეხა, მუხანათობა და თვალთმაქცობა.

ამიტომ შეიქმნა ჩიხი! ედუარდ შევარდნაძე მოქმედებდა მეოცე საუკუნის მიწურულის პოლიტიკოსის ხერხებით, რუსეთის პოლიტიკა კი ვერ გასცილდა ჩიჩერინის, ლიტვინოვის, მოლოტოვის თუ გრომიკოს დონეს, რადგანაც მას ჯერ კიღევ ზურგს უძმაგრებენ გუშინდელი ავღანეთის, ანუ ინტერნაციონალური ვალის“ შემსრულებელი გენერალი გრომოვი, გენერალი რუცკოი და ძმანი მათნი. 

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბატონი ედუარდ შევარდნაძე თვითონ არ შესულა ამ ჩიხში. იგი უთუოდ კარგად ხედავდა, რომ შეუძლებელი იყო მშვიდობიანი მოლაპარაკება რუსეთის იმპერიულ ძალებთან და მათს მრიონეტებთან  მოწკავწკავე არძინბას ფინიების ხროვასთან. ჯერ კიდევ დიდი დრო და' ჭირდებათ რუსეთის დიპლომატიას და მხედრიონს, ვიდრე საოცარი გვარის მქონე გენერალ ტოტლებენის დონეს გასცდებიან. ტოტლებენი გერმანულად „სიკვდილ–სიცოცხლეს“ ნიშნავს! სიტყვის გატეხა ძველი რუსული დიპლომატიის ქვაკუთხედია – სიცოცხლეს დაგპირდება და სიკვდილს გიმზადებს. ასე რომ, ჩიხში ჩვენ კი არ მოვექეცით, არამედ რუსეთის იმპერული პოლიტიკა. ჩვენ ყველა მშვიდობიანი გზა მოვსინჯეთ, კონსტრუქციული კომპრომისი ვცადეთ. მხოლოდ ერთი გზა დარჩა: სამხედრო ძალით ექსტრემისტთა და დაქირავებულ გადამთიელთა ლიკვიდაცია! ახლა რუსეთი იძულებულია ან განზე გადგეს და საშინაო.

    საქმის მოგვარება გვაცალოს, ან ინფორმაციულ ომს, ცივ ომს არ უნდა დასჯერდეს და ნამდვილი ომი გამოგვიცხადოს (ასეთი მუქარა დაიგრგვინა კიდეც გრომოვმა'. ეს კი ნიშნავს რუსეთის დაპირისპირებას მსოფლიო თანამეგობრობ:სთან, სადამჰუსეინობას. შეძლებს რუსეთი ცივილიზებული ახდას?


ვინ ყოფილა ჩიხში, ბატონი უნტერ პრიშიბეევებო?

რომან მიმინოშვილი „საქართველოს რესპუბლიკა“ 7 სექტემბერი, 1992.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.06.2021
ბოლო რედაქტირება 15.04.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0