სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12049

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კაციტაძე დავით დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კაციტაძე დავით დეკანოზი

1933-2024წწ საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დაკრძ. იქვე

კაციტაძე დავით დეკანოზი დაბ. 1933. 2023წ. საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი,   გარდ. 03 მაისი 2024წ. დაკრძ. ამავე ტაძრის ეზოში


გორისჯვრის ტაძრის გზის მშენებლობის ისტორია და მამა დავით კაციტაძე. 1980 წელს, კომუნისტური რეჟიმის მმართველობის პერიოდში, მეუფე ქრისტიფორე წამალაიძეს მამა დავითისათვის დაუვალებია გორისჯვრის გზის გაკეთება. ტაძრამდე მისასვლელი სამანქანო გზა არ არსებობდა, ტერიტორია მეტწილად კლდოვანი ქანებისაგან შედგებოდა. მეუფემ დაიბარა მამა დავითი და განუცხადა, რომ საჩხერის წმინდა ნინოს ტაძრის გახსნის შემდეგ იგი გორისჯვრის ტაძრამდე მისასვლელი გზის მშენებლობასაც რომ ჩადგომოდა სათავეში კომუნისტი მაღალჩინოსნები და მილიცია მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდნენ, ამიტომ მეუფის მაგივრად მამა დავითს უნდა აეღო თავის თავზე აღნიშნული საქმე. მამა დავითმა ნახა ტრაქტორისტი ელგუჯა ხითარიშვილი გორისჯვრის გზის გასაკეთებლად. ტრაქტორისტმა 800 მანეთი მოითხოვა, რომელიც იმ დროისათვის ძალზედ დიდ თანხას წარმოადგენდა. მეუფე ქრისტიფორემ მამა დავითს აღნიშნული 800 მანეთი გადასცა. დაიწყო ტრაქტორისტმა მუშაობა, ნახევარი საქმე რომ გააკეთა მამა დავითს განუცხადა, რომ იგი შეცდა თანხის რაოდენობის მოთხოვნაში და კიდევ 500 მანეთი მოითხოვა მუშაობის გაგრძელებისათვის. ტრაქტორისტი თავის მოთხოვნას იმით ასაბუთებდა, რომ ტრაქტორი ერთ-ერთი დაწესებულების იყო და მას ამ დაწესებულების ხელმძღვანელებისათვის უნდა გაეყო აღებული თანხა, მაშინ როდესაც იგი თავად ატარებდა ასტრონომიულად დიდ და სარისკო სამუშაოს. მამა დავითს საქმის ვითარება მეუფე ქრისტიფორესათვის მოუხსენებია. აღმოჩნდა, რომ ეკლესიას ეს 500 მანეთი არ გააჩნდა. გორიჯვრის გზის მშენებლობას შეწყვეტის საშიშროება დაემუქრა. მაგრამ, უფლის წყალობით, ისე, რომ არავის უთხოვია საჩხერის მოქალაქეებისათვის დახმარება და ეს ამბავიც არ გახმაურებულა, მოულოდნელად მამა დავითს დაუკავშირდა ზაური (წიკილო) მღებროვი, რომელსაც 500 მანეთი გადაუცია მისთვის. ეს თანხა ზაურის ძირითადად ეროვნებით სომეხ ხორცით მოვაჭრეებში შეუგროვებია. გზის მშენებლობა განახლდა. მამა დავითმა მოიძია საჩხერის ატეკიდან საწვავი. მას ჩუმად აჩუქეს ხუთი ორას ლიტრიანი კასრი, რომელიც მარხილით, ხარებით აატანია მოდინახეზე.

მალე გორისჯვრის გზის მშენებლობის ამბავმა მილიციამდეც მიაღწია. დაიბარეს ელგუჯა ხითარიშვილი მილიციაში და კითხეს - რატომ აკეთებ ამ გზას რამ გაგაგიჟაო, ელგუჯას უთქვამს ნაურტევზე მინდა გზა გავიყვანო, რათა იქ ღორების ფერმა გავაკეთო და სახელმწიფოს ხორცი ჩვაბაროო. მილიციელებს არ დაუჯერებიათ. ბედად ელგუჯა ხითარიშვილი მართლაც მეღორეობას ეწეოდა და საკმაო რაოდენობის ხორცი ქონია ჩაბარებული აქამდე სახელმწიფოსათვის, მან მილიციელებს წარუდგინა ჩაბარების დამადასტურებელი ქვითრები, მილიციელებს დაჯერების გარდა სხვა გზა არ გააჩნდათ და გზის მშენებლობაც განახლდა. ასე დასრულდა გორისჯვრის ტაძრის გზის მშენებლობა უმძიმეს, კომუნისტური რეჟიმის მმართველობის პირობებში. მამა დავითს კი დღემდე არ შეუწყვეტია აღნიშნულ ტაძარზე ზრუნვა.



კაციტაძე - გვარის 14 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

კაციტაძე დავით დეკანოზი
კაციტაძე დავით - დეკანოზი. 1933-2024წწ საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დაკრძ. იქვე სრულად ნახვა
კაციტაძე მარკოზი - მედავითნე.
კაციტაძე ლავრენტი - მედავითნე.
კაციტაძე ანდრია - მედავითნე. სრულად ნახვა
კაციტაძე გრიგოლ ნიკოლოზის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
კაციტაძე იესე - მღვდელი. სრულად ნახვა
კაციტაძე ილია ლავრენტის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
კაციტაძე ნიკოლოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
კაციტაძე თედორე მათეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
კაციტაძე იოანე დავითის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
კაციტაძე სიმონი - მღვდელი. სრულად ნახვა
კაციტაძე დიმიტრი - მედავითნე. სრულად ნახვა
კაციტაძე ლევანი - დეკანოზი. 2009 წლის 28 აგვისტოს დიაკვნად ხელდასხმა. 2010 წლის 22 აგვისტოს მღვდლად ხელდასხმა. სრულად ნახვა
კაციტაძე ილია  მღვდელი
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 1

კაციტაძე კოსტა - ტაძრის აღმშენებელი.

1912წ. ჩორჯო (ამბროლაური) წმ. სამების ეკლესია

სრულად ნახვა
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.