

ნესტორ დავითის -ძე ნუცუბიძე ჩემი ბაბუაა.
მამის (ბესარიონი) მამა.
მე მამაჩემის სიბერის შვილი ვარ, (13 წლის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა) მამის დედმამიშვილებიც იმ პერიოდში გარდაიცვალენ. სამწუხაროდ ბაბუის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. დაჭერილი არ ყოფილა.
ვიცი, რომ დიდი შევიწროება გაიარა. 1937 წელს გარდაიცვალა ავადმყოფობით.
მამა, ძალიან ახალგაზრდა იყო თბილისში, რომ ჩამოვიდა და დასახლდა. აქ კერძო სახლი შეიძინა.
ბევრი წლის შემდეგ (1995 წელს), სახლის რეკონსტრუქციის დროს, შემთხვევით, იატაკსა და "ჩორნი პოლს" შორის ბაბუას ჯვარი, წმინდა სანაწილე და პატარა საზიარებელი კოვზი ვნახეთ.
ჩემს მოძღვარს ვაჩვენე, მამა პეტრე ბარამიძეს. მამაოს რჩევით, წმინდა სანაწილე და საზიარებელი კოვზი, დიდუბის ტაძარს გადავეცი. (დიდუბის ტაძრის მრევლის წევრი ვარ)
ჯვარზე მითხრა, თუ ოჯახის სურვილი იქნება, შეგიძლიათ სახლში დაიტოვოთო.
ასე, რომ ეხლა ბაბუას ჯვარი ჩემს სალოცავ კუთხეში მაქვს.
სამტრედიის რ-ნი სოფ. დიდი ჯიხაიში. სერგეთ მინდორის მიმდებარედ სასაფლაოზე.
ადრე ტაძარი ყოფილა, რომელიც დაუნგრევიათ.
მგონი წმ. გიორგის სახ.-ის ტაძარი.

ინფორმაცია და ფოტო მასალა მოგვაწოდეს დებმა ირინე და მარინე ბესარიონის ასულმა ნუცუბიძეებმა; (შვილიშვილები)



