სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სვანიძე  ათანასე (გიორგი) იღუმენი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

სვანიძე ათანასე (გიორგი) იღუმენი

2008 წლის 17 აგვისტოს ბერად აღკვეცა, 2009 წლის 07 იანვარს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2009 წლის 27 დეკემბერს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. 2010 წლის 19 დეკემბერს დაჯილდოვდა: გამშვენებული ჯვრით.

2009წ. მდგომარეობით იღუმენი სამება (თბილისი) საპატრიარქო ლავრა

2014წ. მდგომარეობით იღუმენი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სვანიძე ათანასე მღვდელი. საპატრიარქოს უწყებანი. - 2009. - 15-21 იანვარი. ფოტო

საპატრიარქოს უწყებანი N31 11-17სექტემბერი 2008წ  გვ. 14

17 აგვისტოს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) ბერად აღკვეცა გიორგი სვანიძე და სახელად ათანასე უწოდა.

18 აგვისტოს ამავე ტაძარში ეპისკოპოსმა ექვთიმემ ბერი ათანასე დიაკვნად აკურთხა. ბერ-დიაკონი ათანასე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში იმსახურებს.

საპატრიარქოს უწყებანი N46 15-21იანვარი 2009წ გვ.11

7 იანვარს საგარეჯოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონ ათანასეს (სვანიძეს).

 საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი  2010წ გვ. 13

დაჯილდოება

27 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით — ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონი (ფურცელაძე); მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, იღუმენი ვახტანგი (ლიპარტელიანი). მიტრით — მეტეხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი რაფიელ ხაჭაპურიძე. გამშვენებული ჯვრით — თბილისის სამგორის დასახლების წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კუსრაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი სახვაძე. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — თბილიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ათანასე (სვანიძე). 


საპატრიარქოს უწყებანი N3 20-26 იანვარი 2011წ გვ.7

დაჯილდოება

19 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა სასულიერო პირები:  არქიმანდრიტის წოდებით - ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი ლაზარე (მახარაშვილი). მიტრით -- ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ლეკვეიშვილი. გამშვენებული ჯვრით -- ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: იღუმენი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი); იღუმენი ათანასე (სვანიძე); დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე; დეკანოზი ირაკლი ჭინჭარაული, დეკანოზი გივი გივიშვილი; დეკანოზი გიორგი სახვაძე; გამშვენებული ჯვრით გლდანის ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მლვდელმსახური, დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (კალანდაძე).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.