2023წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი შემოქმედის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N35 9-15ოქტომბერი 2008წ გვ. 10
ხელდასხმა
5 სექტემბერს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვან თეიმურაზ ბურჭულაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა გურიის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის ბერი საბა (სულაბერიძე). მღვდელი თეიმურაზი აჭის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად და ამავე ეკლესიასთან არსებულ დედათა მონასტერში მწირველად დაინიშნა.
საპატრიარქოს უწყებანი N44 17-23 დეკემბერი 2008წ გვ. 7
ხელდასხმა
14 დეკემბერს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძემ) მღვდლად დაასხა ხელი გურიის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის ბერ-დიაკონს საბას (სულაბერიძეს).
