ტყემალაძე გრიგოლ ალექსის ძე, 1872-1926 წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფელ შილდის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) სოფელ შუა ფხოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ბიოგრაფია 1902წ. მუქო (მუქუ) (უკანაფშავი, დუშეთი) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია 1900, 1911წ. შუაფხო (უკანაფშავი, დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია
130. სოფელ შილდის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გრიგოლ ალექსის ძე ტყემალაძე
1872 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი.
1892 წლის 7 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მოძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა.
1896 წლის 7 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) შუქრუთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში გადაიყვანა.
1898 წლის 1 ივლისს ქუთაისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ სამღვდელო პირთა კურთხევის კომისიაზე გამოცდები ჩააბარა.
1899 წლის 6 მარტს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს კი - მღვდლად დაასხა ხელი და შუა ფხოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
1899 წლის 17 მაისს ფშავ-ხევსურეთის II ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დასასწრებ დეპუტატად გამოირჩია.
1902 წლის 15 ივლისს ამავე ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღერად დაინიშნა.
1907 წლის 18 მაისს ფშავ-ხევსურეთიხს II ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს.
1908 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წლის 8 დეკემბერს, ბაქოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ვახნინი), რომელიც დროებით მართავდა საქართველოს საეგზარქოსოს, მამა გრიგოლი მთავარხუცესის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა.
1910 წლის 17 მარტს ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დასასწრებ დეპუტატად გამოირჩიეს.
1911 წლის 1 აგვისტოს საყდრიონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამავე წლის 15 ნოემბერს საყდრიონის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად და | ოლქის სამღვდელოების დეპუტატად დაინიშნა.
1913 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის | საეკლესიო კრებაზე.
XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში თავისი თხოვნის საფუძველზე, ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, საჩხერის რაიონის, სოფელ ჩხიროულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1926 წლის აგვისტოში წილკნის ეპარქიაში, სოფელ ანანურის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. მღვდელი გრიგოლი 1926 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა.