სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11851

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ჯანჯღავა ელისაბედი მონაზონი



1947წ. მონაზონი ჯიხეთი (ლანჩხუთი) ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი, დედათა მონასტერი

ჯანჯღავა ელისაბედი მონაზონი ჯიხეთის დედათა მონასტერი

დედა ელისაბედ ჯანჯღავა სოფელ ონტოფოში (აბაშის რაიონი) დაიბადა. დედა ღვთისნიერი და მორწმუნე ქალი იყო, ხოლო მამა - პირიქით, ეკლესიისკენ გული არ მიუწევდა. ელისაბედს ღვთის სიყვარული ბავშვობიდანვე თან სდევდა. როგორც თვითონ ბრძანებდა: "რაღაც იდუმალი ძალა მეზიდებოდა ღვთის სახლისკენ, სულ იქ მსურდა ყოფნა და ლოცვა. თანდათან მონაზვნობის ძლიერი წადილიც მეუფლებოდა. ამას თითქოს ჩამძახებდა ვიღაც. სულ მონაზვნების კრებული მესიზმრებოდა, ვნატრობდი იმ ბედნიერ დღეს, როცა მათ სათნოებას ვეზიარებოდი. ბავშვებთან თამაშს ეკლესიაში ყოფნას ვამჯობინებდი. ერთხელ ეკლესიის მახლობლად ვთამაშობდით. მოხერხებულად გავეპარე ამხანაგებს და ეკლესიას მივაშურე, სადაც პურის კურთხევა მიმდინარეობდა. რიტუალმა ისე დამაინტერესა, რომ დამთავრებამდე ვეღარ მოვშორდი. ამიტომ შინ მისვლა ძალიან დამაგვიანდა. კიდევ კარგი, მამა არ დამხვდა შინ, დედამ კი ძლიერ დამტუქსა - შეეშინდა ჩემი მარტო შესვლა ეკლესიაში და დამემუქრა: "თუ კიდევ მარტო შესულხარ ეკლესიაში, შენც მოგკლავ, მღვდელსაც და იქაურობასაც ნაცარტუტად ვაქცევო". ბავშვი ვიყავი და შემეშინდა. ჩემს თავს არ ვჩიოდი, მაგრამ საოცრად მორთული ეკლესია რომ მიენგრ-მოენგრია ანდა მღვდელი შეურაცხეყო, რა უნდა მექნა?"

გოგონა მეზობლის მორწმუნე და კეთილ ქალებს გაენდო. მათ მისი მარტვილის ვედიდკარის დედათა მონასტერში მალულად წაყვანა გადაწყვიტეს. ბავშვს ხატი ჩამოუკიდია გულზე და შევედრებია: - ხატო ძლიერო, შენა ხარ აწი ჩემი პატრონი და მფარველი, შენ გამინათე გზა და სავალიო.

მონასტერში არავინ მელოდა და არც ის ვიცოდი, რას მეტყოდა წინამძღვარი. ჩემს მიმყვანს კეთილად შეხვდნენ და მეც სიყვარულით მიმიღეს, - ვკითხულობთ მონაზვნის მოგონებებში, - მალე მღვდელიც გამოჩნდა. იმანაც ღვთისნიერად მიმიღო, შემდეგ ერთი ხნიერი მონაზონი იხმო და მას მიმაბარა. მეორე დღეს დავიწყე ლოცვების შესწავლა. ზოგი რამ ვიცოდი მეგონა, მაგრამ რასაც ჩემი დედობილი და ღრმად განსწავლული მონაზონი მასწავლიდა, ადრე მსგავსი არაფერი მინახავს.

ერთხელ მე და ჩემი მეგობარი სოფლის სასაფლაოზე ერთი საფლავის ქვაზე ეპიტაფიის ამოკვეთას ვადევნებდით თვალს. ეპიტაფიის მჭრელი კარგი ოსტატი ჩანდა. იმ კაცისგან გავიგე გურიაში დედათა მონასტრის გახსნის თაობაზე: "ახლახან გაიარეს გურულმა მონაზვნებმა, - თქვა მან, - გრიგოლ ეპისკოპოსთან (დადიანი) მიდიოდნენ მონასტრის ნებართვის გამოსათხოვადო". ძალიან დამაფიქრა ამ ცნობამ. მარტვილში ჩინებულად მიმიღეს და კარგადაც ვიყავი, მაგრამ გურიაში მონასტრის გახსნის მოახლოებამ რატომღაც მეტისმეტად ამაფორიაქა, რატომღაც გული იქით მეწეოდა. თუ არა უფლის ნება, აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო ამის შემოქმედი?

გურიაში რომ მოვედი, დედათა მონასტერი ერთი წლის გახსნილი იყო. წინამძღვარიცა და მონაზვნებიც დიდი სიხარულით შემხვდნენ. ნამეტნავად წინამძღვარს გაუხარდა ჩემი მისვლა. მას უფრო ჩემი ახალგაზრდობა მოეწონა. ამას მის თვალში დიდი ფასი ჰქონდა, რადგან დედების უდიდესი ნაწილი ასაკიანი გახლდათ და მხოლოდ მათზე დაყრდნობით მონასტრის ჭეშმარიტი ცხოვრების გამართვა შეუძლებელი იყო".

იმ დროს, როდესაც დედა ელისაბედი მონასტერში მივიდა, სულ 12 მონაზონი ყოფილა, აქედან მხოლოდ ორი იყვნენ ახალგაზრდები: მარინე გოგეშვილი და აკვირინე აროშიძე. როდესაც მონასტერი ჩამოყალიბდა, საზღვარგარეთულ მონასტრებთანაც დაამყარა კავშირი და შემწეობაც მიიღო. სულ მალე მონასტერმა ათენიდან მიიღო ძვირფასი ხატები.

მარინე (მარიამ) გოგეშვილმა 1947 წლამდე იწინამძღვრა. მისი გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობა ელისაბედ ჯანჯღავას დაეკისრა და ისიც კარგა ხანს ღირსეულად ასრულებდა მას.


ჯანჯღავა - გვარის 12 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ჯანჯღავა გიორგი მღვდელი
ჯანჯღავა გიორგი - მღვდელი. ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

2023წ. მდგომარეობით მღვდელი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სრულად ნახვა
ჯანჯღავა მალაქია (მოსე) - ბერი. 2018 წლის 17 მარტს, მცირე სქემაში აღკვეცა. ბერმუხას წმ. მერკვირის სახ. მამათა მონასტერი;

2018წ. მდგომარეობით ბერი რუისისა და ურბნისის ეპარქია

სრულად ნახვა
ჯანჯღავა ელისაბედი - მონაზონი.

1947წ. მონაზონი ჯიხეთი (ლანჩხუთი) ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი, დედათა მონასტერი

სრულად ნახვა
ჯანჯღავა თეოდორე - მედავითნე.

1904წ. მედავითნე ჟინოთა (მარტვილი) წმიდა გიორგის ეკლესია

1916წ. მედავითნე ჟინოთა (მარტვილი) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
ჯანჯღავა სამსონი - მედავითნე.

1892წ. მედავითნე ხუნწი (მარტვილი) წმ. თეოდორე ტირონის ეკლესია

1908წ. მედავითნე აბაშა წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
ჯანჯღავა თადეოზი - მედავითნე.

1901წ. მედავითნე ალავერდი (მარტვილი) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
ჯანჯღავა კონსტანტინე - მღვდელი.

1893წ. მედავითნე თამაკონი (I) (მარტვილი) მაცხოვრის ეკლესია

1904წ. დიაკონი თამაკონი (I) (მარტვილი) მაცხოვრის ეკლესია

1907-1916წ. მღვდელი თამაკონი (I) (მარტვილი) მაცხოვრის ეკლესია

სრულად ნახვა
ჯანჯღავა სამსონი - მედავითნე.

1866, 1871წ. მედავითნე თამაკონი (II) (მარტვილი) წმიდა გიორგის ეკლესია

1884წ. მედავითნე თარგამეული (მარტვილი) წმიდა გიორგის ეკლესია

1906წ. მედავითნე თამაკონი (I) (მარტვილი) მაცხოვრის ეკლესია

სრულად ნახვა
ჯანჯღავა ბესარიონი - მედავითნე.

1871წ. მედავითნე ნამიკოლავო (მარტვილი) მაცხოვრის ეკლესია

1881წ. მედავითნე კიწია (მარტვილი) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
ჯანჯღავა დავითი - დეკანოზი. 2005 წლის 17 სექტემბერს დიაკვნად ხელდასხმა

2023წ. მდგომარეობით დეკანოზი შემოქმედის ეპარქია

სრულად ნახვა
ჯანჯღავა პაისი - იღუმენი. 2014 წლის 18 მაისს, დაჯილდოვდა იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით; ფოკის წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი;

2014წ. მდგომარეობით იღუმენი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სრულად ნახვა
ჯანჯღავა ტიხონი - ბერდიაკვანი. 2015 წლის 06 დეკემბერს, ბერდიაკვნად ხელდასხმა.

2015წ. მდგომარეობით ბერდიაკვანი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 4

ჯანჯღავა გიორგი სტიქაროსანი ტყაიის წმინდა გიორგის ტაძარი 2023წ
ჯანჯღავა დიმიტრი სტიქაროსნები ნაგურუს წმინდა გიორგის ტაძარი 2023წ
ჯანჯღავა ილია სტიქაროსნები ნაგურუს წმინდა გიორგის ტაძარი 2023წ
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.