სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ოქროპირიძე  გაბრიელ გიორგის ძე დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ოქროპირიძე გაბრიელ გიორგის ძე დეკანოზი

დაბ. 1824 წელს მცირე ბიოგრაფია

1850, 1860, 1870წ. დეკანოზი კულბითი (ერედვი, ცხინვალი) მიძნების ეკლესია

1890წ. დეკანოზი კარბი (გორი) წმიდა სამების ეკლესია



ოქროპირიძე გაბრიელი, მღვდელი 1879წ. ფოტო

ოქროპირიძე  გაბრიელ ბესარიონის ძე მღვდელი 1850, 1860, 1870წ. კულბითი (ერედვი, ცხინვალი) მიძნების ეკლესია, 1890წ. კარბი (გორი) წმიდა სამების ეკლესია

ალექსანდრე ოქროპირიძის წინაპართაგან პირველი სასულიერო პირი, საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში დაცული საბუთებიდან, გახლავთ მღვდელი გიორგი ოქროპირიძე, რომელიც XVIII ს-ის 90-იანი წლებიდან მოღვაწეობდა სოფელ კულბითის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში. მამა გიორგის შვილებიდან ორი – ზაქარია და გაბრიელი –– ასევე სასულიერო პირები იყვნენ. მღვდელი გიორგი 1829 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა. მისი ვაჟი -- დეკანოზი გაბრიელ ოქროპირიძე - 1824 წლის აპრილში დაიბადა. 1839- 1845 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. სემინარიის დასრულებისთანავე დაოჯახდა და საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელი გაბრიელი 

საპატრიარქოს უწყებანი N 2, 13-19 იანვარი 2011 წ გვ. 17


კულბითის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მას ჰყავდა 6 შვილი: 1846 წლის ნოემბერში დაიბადა ეკატერინე, 1848 წლის 23 იანვარს -- მღვდელი ბესარიონი, 1853 წლის 23 იანვარს –– სალომე, 1855 წელს - მედავითნე დავითი, 1858 წლის 18 მარტს -– სოფიო და კიდევ ერთი ვაჟი –- მღვდელი იოანე. მამა გაბრიელი გამორჩეული სასულიერო მოღვაწე გახლდათ, იგი ცნობილი იყო თავისი წიგნიერებითა და განათლებით. ეკლესიაში 60 წლის მანძილზე მოღვაწეობის შემდეგ მრავალი ადამიანი მოაქცია და აზიარა ქრისტეს სარწმუნოებას. XIX ს-ის 70-იანი წლების ბოლოს მამა გაბრიელი დისევის ძელიცხოველის სახეობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 

1884 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1885 წელს სამკერდე ოქრო ჯვარი მიიღო. 1889 წლის აღდგომას წმინდა ანას. III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1896 წლის 13 აპრილს ეკლესიაში 50 წლის ერთგული სამსახურისათვის წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1899 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1901 წლის 16 ოქტომბერს დეკანოზი გაბრიელი თავისი შვილის, მღვდელ ბესარიონის თხოვნით, სოფელ ჭარების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადავიდა, ხოლო თავად ბესარიონი კი დისევის ეკლესიაში დაინიშნა. 1903 წლის კნისში, 48 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა სოფელ აწერისხევის ეკლესიის მედავითნე, მამა გაბრიელის უმცროსი ვაჟი “- დავით ოქროპირიძე, რამაც ფრიად დაამწუხრა მოხუცი მოძღვარი. 1903 წლის 26 აგვისტოს იგი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პენსიაზე გავიდა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.