თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
დარჩია სიდონია - იღუმენია.
ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი
ბერი გიორგი (დარჩია) - შემდგომში არქიმანდრიტი და ბერი პავლე (ჯაფარიძე) შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი. ორივე ქართველი ბერი მოღვაწეობდაათონის წმიდა მთაზე, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში. სამწუხაროდ, იქ შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ორივეს მოუწია ათონის წმიდა მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მამა გიორგი დარჩია მოღვაწეობდა სამეგრელოში. 1930-იან წლებში უღმერთო ხელისუფლებამ დახვრიტა. ხოლო მამა პავლე ჯაფარიძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის არქიმანდრიტი იყო. 1924 წელს ხელდასხმულ იქნა წილკნელ ეპისკოპოსად. გარდაიცვალა 1929 წელს. ფოტო მოგვაწოდა ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის დისშვილმა, ქალბატონმა ჟუჟუნა სიჭინავამ.
84.სოფელ მუკუზანის სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი რაჟდენ იოსების ძე დარჩია.
XIX საუკუნის 90-იან წლებში დიაკვნად აკურთხეს და სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.
1899 წლის 26 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერზე მიწერილ მამკოდის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახურად დაინიშნა.
1902 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.
1902 წლის 23 დეკემბერს მუკუზანის სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1910 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.
1912 წლის 7 აგვისტოს საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.
დარჩია ალექსანდრე მღვდელი, 1887, 1899წ. ახალსოფელი (სუფსა, ლანჩხუთი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია 1869წ. დიაკონი 1881წ. მღვდელი ჯუმათი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია
დარჩია სიმონ (სვიმონ) გერასიმეს ძე მღვდელი, 1901წ. ჩიბათი ზემო (ლანჩხუთი) წმიდა გიორგის ეკლესია. 1869, 1887წ. ბოგილი (ოზურგეთი) წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
დარჩია დავით იაკობის ძე 1840წ. დიაკონი 1860, 1869წ. მღვდელი ჯუმათი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია 1875წ. მღვდელი ბოგილი (ოზურგეთი) წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
დარჩია ნიკოლოზ გაბრიელის ძე 1841წ. მედავითნე, პრიჩტნიკი ბაღლები (ლანჩხუთი) მაცხოვრის ეკლესია 1855, 1860წ. მედავითნე ყელა (ლანჩხუთი) წმიდა ნიკოლოზის ეკლესია 1869წ. მედავითნე ბულუხაური (ლანჩხუთი) წმიდა კვირიკეს ეკლესია 1877წ. მედავითნე, ბოგილი (ოზურგეთი) წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
13 აპრილს, სოფ. შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში, შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) ბერად აღკვეცა ოზურგეთის რეზიდენციის მონასტრის მორჩილები: ექვთიმე კეკელიძე (სახელად ეწოდა ბენიამენი) და მანუჩარ დარჩია (სახელად ეწოდა დიმიტრი).
დარჩია გაბრიელ (მნათე) ბათუმის მთავარანგელოზ მიქელის სახელობის ეკლესია 1900-იანი წლები