სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ნოზაძე ანტონი (რევაზ) იღუმენი

2009 წლის 18 აგვისტოს ბერად აღკვეცა. 2011 წლის 26 აპრილს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით, სულთმოფენობის სახელობის მონასტრის წინამძღვარი.

2014წ. მდგომარეობით იღუმენი მცხეთა-თბილისის ეპარქია

საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.13

ბერად აღკვეცა

18 აგვისტოს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამავე მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ბერად აღკვეცა: კრწანისის წმინდა საბა განწმედილის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი რევაზ ნოზაძე — სახელად ეწოდა ანტონი, თბილისის ზღვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ედიშერ წულაძე — სახელად ეწოდა ონოფრე და მახათის მთის მამათა მონასტრის მორჩილი მამუკა მაისურაძე  სახელად ეწოდა იონა.

საპატრიარქოს უწყებანი N17 12-19მაისი 2011წ გვ.12

26 აპრილს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტ- როპოლიტმა პეტრემ (ცაავა). მსახურების შემდეგ ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მან გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი და დალოცა მრევლი. ქადაგების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება:არქიმანდრიტის წოდებით -- წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გიორგი (მიქაძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -–– აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (ღვინიაშვილი), წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ამბროსი (ხუციშვილი), წმინდა ათანასაე ათონელის სახელობის მონასტრის წინამძლვარი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ბუაძე), კარსანის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მლვდელ-მონაზონი თეოდოსი (ზარიძე) და სულთმოფენობის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ანტონი (ნოზაძე); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლწს ხატის სახელობის მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელი იაკობ მახნიაშვილი.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.