თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ნოზაძე პეტრე (გოჩა) გიორგის ძე - მღვდელმონაზონი.
დაბ. სოფ. ალი (ხაშური). 2020 წლის 04 დეკემბერს, მცირე სქემაში აღკვეცა, 2021 წლის 25 აპრილს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. დაინიშნა: ქარელის სამღვდელთმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად;
2020 წლის 4 დეკემბერს ქოზიფას ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტრის მოწესენი: მორჩილი გოჩა ნოზაძე, სახელად ეწოდა პეტრე და მორჩილი დავით ნოზაძე, სახელად ეწოდა პავლე.
25 აპრილს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახ. საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტრის მოწესე ბერ-დიაკონ პეტრეს (ნოზაძე). მღვდელ-მონაზონი პეტრე ქარელის სამღვდელთმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
ნოზაძე პავლე (დავით) გიორგის ძე - ბერი.
დაბ. სოფ. ალი (ხაშური) 2020 წლის 04 დეკემბერს, მცირე სქემაში აღკვეცა, 2021 წლის 29 აპრილს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. ტყუპი ძმა მამა პეტრე (გოჩა)
2020 წლის 4 დეკემბერს ქოზიფას ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტრის მოწესენი: მორჩილი გოჩა ნოზაძე, სახელად ეწოდა პეტრე და მორჩილი დავით ნოზაძე, სახელად ეწოდა პავლე.
29 აპრილს რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტრის მოწესე ბერ-დიაკონ პავლეს (ნოზაძე).
ნოზაძე დავით გიორგის ძე - დეკანოზი.
2017 წლის 12 ივლისს, დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრით;
საპატრიარქოს უწყებანი N29 27 სექტემბერი-3ოქტომბერი 2007წ გვ. 10
დაჯილდოება
23 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა: გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით – დეკანოზი დავით ნოზაძე; ნარიყალას, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი – გამშვენებული ჯვრით; ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თევდორე გოგოლაძე – გამშვენებული ჯვრით.
20 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრით დააჯილდოვა თბილისის ამაღლების სახელობის (საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე) ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ნოზაძე. 20 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრით დააჯილდოვა დეკანოზი მიქაელ გალდავა, რომელიც დაინიშნა ქუთაისის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად და გელათის სასულიერო აკადემიის რექტორად.
სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა გლდანის „ლომისის“ წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ნოზაძე.
წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 57
მღვდელი ონოფრე (ერისკაცობაში ოთარ ნოზაძე) დაიბადა 1977 წლის 30 აპრილს ქალაქ რუსთავში. 1995 წელს აქვე დაამთავრა მე-15 სამუალო სკოლა.
2007-2011 წლებში სწავლობდა საფარის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სემინარიაში, რომლის დასრულების შემდეგაც დაბრუნდა მშობლიურ სოფელ მოძვში და განაგრძო აქტიური სულიერი მოღვაწეობა.
2012 წელს დაქორწინდა. ჰყავს მეულლე და 3 ვაჟი.
2014 წლის 14 აგვისტოს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა დიაკვნად დაასხა ხელი წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში და დაადგინა სოფელ კორბოულში მამა ნიკოლოზთან, ძლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.
2015 წლის 1 ნოემბერს იმავე ტაძარში აკურთხა მღვდლად და განაწესა სოფელ მოძვის წმინდა გიორგის სახ. ეკლესიის წინამძღვრად. ამჟამად არის სოფელ მოძვისა და სოფელ ჯალაურთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიების წინამძღვარი.
26 აგვისტოს ატენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსმა ანდრაამ (გვაზავა) სამონაზვნეებად აკურთხა ამავე მონასტრის მორჩილები: ეკატერინე ნოზაძე (სახელად ეწოდა თემესტია), ქეთევან გოცირიძე (სახელად ეწოდა ანტონია), თამარ ასთავიშვილი (სახელად ეწოდა ანასტასია), ნანა ზედგენიძე (სახელად ეწოდა თებრონია), ლია ძიძიგური (სახელად ეწოდა მაკარია), ნატალია აფხაიძე (სახელად ეწოდა ანატოლე) და ნათია ჩახნაშვილი (სახელად ეწოდა ეფროსინე). იმავე დღეს მორჩილის კაბით შეიმოსნენ: ქეთევან აფხაიძე, თამარ აროიანი და ეკატერინე ნადირაძე.
ნოზაძე ანტონი (რევაზ) - იღუმენი.
2009 წლის 18 აგვისტოს ბერად აღკვეცა. 2011 წლის 26 აპრილს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით, სულთმოფენობის სახელობის მონასტრის წინამძღვარი.
18 აგვისტოს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამავე მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ბერად აღკვეცა: კრწანისის წმინდა საბა განწმედილის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი რევაზ ნოზაძე — სახელად ეწოდა ანტონი, თბილისის ზღვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ედიშერ წულაძე — სახელად ეწოდა ონოფრე და მახათის მთის მამათა მონასტრის მორჩილი მამუკა მაისურაძე სახელად ეწოდა იონა.
26 აპრილს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტ- როპოლიტმა პეტრემ (ცაავა). მსახურების შემდეგ ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მან გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი და დალოცა მრევლი. ქადაგების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება:არქიმანდრიტის წოდებით -- წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გიორგი (მიქაძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -–– აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (ღვინიაშვილი), წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ამბროსი (ხუციშვილი), წმინდა ათანასაე ათონელის სახელობის მონასტრის წინამძლვარი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ბუაძე), კარსანის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მლვდელ-მონაზონი თეოდოსი (ზარიძე) და სულთმოფენობის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ანტონი (ნოზაძე); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლწს ხატის სახელობის მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელი იაკობ მახნიაშვილი.
ნოზაძე ტიმოთე (ბერი რომანოზ) - სქემმონაზონი.
2013 წლის 31 აგვისტოს დიდ სქემაში აღკვეცა.
ნოზაძე ალექსი დეკანოზი 1896-1974წწ ცხოვრებისა და მოღვაწების შესახებ. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2023. 26 იანვარი - 8 თებერვალი. N 2 (997). გვ. 21-24.