სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ნათიძე  ვასილ გიორგის ძე დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ნათიძე ვასილ გიორგის ძე დეკანოზი

დაბ.  სოფ. ნუკრიანი სიღნაღი 1865-1956 წწ. ბიოგრაფია


ნათაძე (ნათიძე) ვასილ გიორგის ძე 1864-1956წწ დეკანოზი დაბ. ნუკრიანი, სიღნაღი ბიოგრაფია, ფოტო.  1889წ. ნუკრიანი (სიღნაღი) წმიდა გიორგის ეკლესია


87. სოფელ ნუკრიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ვასილ გიორგის ძე ნათიძე




1865 წელს სიღნაღის მაზრაში, სოფელ ნუკრიანში მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1881-87 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1888 წლის 30 ივლისს სოფელ მელაანში გახსნა სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა

ბავშვებს.

1888 წლის 28 აგვისტოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს - მღვდლად დაასხა ხელი და ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში განამწესა.

1889 წლის 15 აგვისტოს ნუკრიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1890- 96 წლებში ორჯერ აირჩიეს თელავი-სიღნაღის სასწავლო კომიტეტის დეპუტატად.

1894 წლის 24 აპრილს საგვერდულით დაჯილდოევედა.

1897 წლის 24 მაისს სიღნაღის სანთლის ქარხნის რევიზორად დაინიშნა.

1898 წლის 4 ოქტომბერს სკუფია უბოძეს.

1898 წლის 13 დეკემბერს ქ. სიღნაღის ლიანოზოვის დაწყებითი სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1902 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1905 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტით უწყალობა.

1908 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1913 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვედა. შემორჩენილია 1945 წლის 27 დეკემბერს შედგენილი პატარა ავტოგრაფი მამა ვასილზე, სადაც მოკლედ არის აღწერილი მისი მოღვაწეობა 1915 წლის შემდეგ: „1916 წლის მაისის იგი აყვანილია დეკანოზობის ხარისხზედ. მსახურობს თავჯდომარეთ საეპარქიო სამოსწავლო განყოფილებისა და ზედამხედველათ სიღნაღის მაზრის სამრევლო შკოლებისა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დროს, პირველ ხანებში, განსაკუთრებით ეპისკოპოს სტეფანე და იოანე ბოდბელის დროს, მსახურობდა სიღნაღის მაზრის უკანა მხრის სოფლებში მთავარხუცესათ. განსვენებული პატრიარქის ქრისტეფორეს მობრძანების დროს ბოდბის ეპარქიაში, თანახმად ეპარქიის სამღვდელო კრების დადგენილებისა, რომელსაც თავჯდომარეობდა თვით პატრიარქი ქრისტეფორე ნუკრიანის წმინდა გიორგის ეკლესიაში, მისი პატრიარქული ლოცვა-კურთხევით დანიშნული იყო დროებით ბოდბის ეპარქიის მეთვალყურეთ და დაჯილდოებული ენქერით, რაც კარგათ მოეხსენება თვით მეუფე ეფრემსაც, რომელიც თან ახლდა პატრიარქს ჩემს ოჯახში ერთი კვირის განმავლობაში სტუმრობის დროს. დღევანდელამდე ღრმა მოხუცებულობის, 1863 წელში

გვ195

დაბადებულს დეკანოზ ნათიძეს ღვთისადმი სამსახური არ შეუწყვეტია”.

1926 წლის 24 დეკემბერს შედგა ბოდბის ეპარქიის კრება. კრებამ ერთხმად დაადგინა შემდეგი: „თანახმად დეკანოზ ვასილ ნათიძისა ეპისკოპოსი ბოდბის ეპარქიისა აღვანილ იქნას მიტროპოლიტის პატივში, ხოლო ეპისკოპოსი სტეფანეს ხარისხზე აყვანის საკითხი აღძრულ იქნას სათანადო შუამდგომლობით სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდში - კრების თავჯდომარე დეკანოზი ილია კობაიძე“, 1927 წლის ბოლოს შედგენილ ბოდბის ეპარქიის ტაძრებისა და სამღვდელოების სიაში მამა ვასილი სამი ტაძრის წინამძღვრად მოიხსენიება.

IV ოლქში არსებული სოფელ მელაანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის - 250 კომლი, ტაძარი არ მოქმედებდა; სოფელ ჩალაუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - 150 კომლი, ტაძარი არ მოქმედებდა და სოფელზიარის „უსანეთის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - 85 კომლი, ტაძარი ხელახლა აკურთსა მეუფე სტეფანემ (კარბელაშვილი) 1927

წლის 10 ივლისს.

1943 წელს ეკლესიების ამოქმედების დროს კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, მამა ვასილს დაევალა საეკლესიო წესების შესრულება სოფელ ნუკრიანსა და ჭოტოხში, ხოლო წირვა-ლოცვის ჩასატარებლად პერიოდულად ჩადიოდა ახალსოფლის (ძვ. გავაზის) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში. უკანასკნელად მოიხსენიება 1956 წლის დასაწყისში შედგენილ საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების სიაში. დეკანოზი ვასილი ამავე წელს გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია სოფელ ნუკრიანის სასაფლაოზე.


ნათიძე - გვარის 9 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ნათიძე  ლაზარე დეკანოზი
ნათიძე ლაზარე - დეკანოზი. ხელი 1918 წელს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის აქტზე სრულად ნახვა
ნათიძე  ნიკოლოზ გიორგის ძე დეკანოზი (კაპელანი)
ნათიძე ნიკოლოზ გიორგის ძე - დეკანოზი (კაპელანი). დაბ. მელაანი (გურჯაანი) 1853-1921წწ დაკრძ. მელაანი ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ნათიძე  ვასილ გიორგის ძე დეკანოზი
ნათიძე ვასილ გიორგის ძე - დეკანოზი. დაბ.  სოფ. ნუკრიანი სიღნაღი 1865-1956 წწ. ბიოგრაფია სრულად ნახვა
ნათიძე ალექსანდრე - მედავითნე. სრულად ნახვა
ნათიძე სერგი - მედავითნე. სრულად ნახვა
ნათიძე ილია - დიაკონი. სრულად ნახვა
ნათიძე მიხეილი - მედავითნე. სრულად ნახვა
ნათიძე გიორგი სოლომონის ძე - მღვდელი. დაბ. მელაანი (გურჯაანი) 1818-1906წ. დაკრძ. მელაანი ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ნათიძე სოლომონი ზაალის ძე - მღვდელი. დაბ. სოფ. მელაანი (გურჯაანი) 1793-1857წწ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.