სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გელაშვილი ზაბულონი არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გელაშვილი ზაბულონი არქიმანდრიტი

2006 წლის 10 ნოემბერს დაჯილდობდა გამშვენებული ჯვრით, 2008 წლის 07 აპრილს დაჯიოლდოვდა არქიმანდრიტის წოდებით. ბრეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იღუმენი, ქარმელის (ქარელი) წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი 2016წ.

2020წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი რუისისა და ურბნისის ეპარქია

გელაშვილი ზაბულონი  არქიმანდრიტი რუის-ურბნისის ეპარქია 2020წ. ფოტო

15.09.2016

14 სექტემბერს, საეკლესიო ახალ წელთან ერთად ძამის ხეობაში, ქარმელის მთაზე მდებარე ბერთა სავანეში, ყოველთა ქართველთა წმინდანთა ხსენების დღესაც აღნიშნავენ.

მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით დადგენილ დღესასწაულზე, ქარმელში მლოცველთა რაოდენობა არ წყდება. ერიც და ბერიც, ზოგი ფეხით, ზოგიც მანქანებით მიდის მადლის მისაღებად. ქარმელს დღესაც მრავალი მლოცველი ჰყავდა...

ქარმელის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის ადგილას, ამ საკმაოდ მაღალი მთების შუაგულში, გასულ საუკუნეებში სოფელიც ყოფილა. უმეტესად წიქარიშვილების გვარი სახლობდა. დღეს კი აქ სამონასტრო კომპლექსია აშენებული და სულიერება ყვავის. წლების წინ ღია ტრაპეზზე, ახლა უკვე გადახურულში ტარდება ღვთისმსახურება. მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი).

2003 წ. 14 აგვისტოდან ბრეთში დედათა მონასტერი ფუნქციონირებს, რომლის წინამძღვარია, იღუმენია ანგელინა (ოსაძე). მონასტერში ასევე მოსაგრეობენ: მონაზონი ნეონილა (დოლიაშვილი), მონაზონი თომაიდა (მინდიაშვილი) და მონაზონი დინარა (თათელიძე). მონასტრის მწირველი და სულიერი მოძღვარია არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი). საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა 2005 წ. 23 დეკემბრის განჩინებით დააწესა წმ. პიროს ბრეთელის ხსენების დღე – 15/28 მაისი. ეს დღე ბრეთში დიდი ზეიმით აღინიშნება.

2006 წლის 10 ნოემბერს დაჯილდობდა გამშვენებული ჯვრით, ბრეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იღუმენი  გელაშვილი ზაბულონი 


საპატრიარქოს უწყებანი N13 10-16აპრილი 2008წ გვ. 8

დაჯილდოება

7 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: არქიმანდრიტის წოდებით სოფელ სავანისუბნის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (თედეევი); ქვათეთრის ყოველთა წმინდანთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გრიგოლი (თოიძე); ქარმელის წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და ბრეთის წმინდა პიროს ბრეთელის სახელობის მამათა მონასტრების წინამძღვარი, იღუმენი ზაბულონი (გელაშვილი);  სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ესაია (გოგიბერიძე); გამშვენებული ჯვრით  ტბეთის მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (იმედაიშვილი); ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის მოძღვარი, იღუმენი საბა (ჟღენტი); ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გიორგი (ედილაშვილი); იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით სოფელ წაღვლის წმინდა სვიმონ მესვეტისა და ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მღვდელმონაზონი იობი (გეგეშიძე); იმერხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ზენონი (სანოძე); დეკანოზის წოდებითა და ოქროს ჯვრით ხაშურის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ცქიფურიშვილი.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.