ლომიძე პორფირი პეტრეს ძე მღვდელი 1873წ. ლუთხუბი (გუდამაყარი, დუშეთი) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია 1871წ. კობიაანთკარი (დუშეთი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია 1901წ. მჭადიჯვარი (დუშეთი) მთავარანგელოზის ეკლესია 1880წ. ჭილურტ/ ებნისი (დუშეთი) წმიდა მარინეს ეკლესია
ლომიძე - გვარის 46 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
გაზარდა სამი შვილი, ერთი მღვდელი და ორი მონაზონი. სიმსივნემ გააკრიალა. აღიკვეცა მონაზვნად და სამ დღეში გარდაიცვალა. დღეს როგორც მეუფე თევდორემ ბრძანა ანგელოზად წავიდა ზეცად დედა მარიამი 26 აგვისტო 2025 წელი. ფოტო გადაღებულია ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარში.
ლომიძე გაბრიელი (კახაბერ) - დეკანოზი.
2007 წლის 16 დეკემბერს ხელდასხმა. სოფელ სუფსის ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით.
16 დეკემბერს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან გაბრიელ ლომიძეს. მღვდელი გაბრიელი სუფსის ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძარში იმსახურებს.
ლომიძე შიო - იღუმენი.
2006 წლის 01 დეკემბერს მღვდელმონახვნად ხელდასხმა. 2010 წლის 01 ივნისს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. 2014 წლის 28 სექტემბერს, დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით;
1 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჯოჯუა), ბერდიაკონი შიო (ლომიძე) მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.
1 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით − ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (გვაჯაია). ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი შიო (ლომიძე). ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით მღვდელი გიორგი ჭეჟანიშვილი.
28 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა ამავე ლავრის იღუმენ შიოს (ლომიძე).
ლომიძე მალაქია მღვდელი ნათლისმცემლისა ტირძნისი (გორი) სწარმოებს წირვა-ლოცვა. 1923წ. 1890წ. მედავითნე, 1908, 1916წ. მღვდელი მეღვრეკისი (გორი) იოანე ნათლიმცემლის შობის ეკლესია 1882წ. მედავითნე დუმაცხო (ხაშური) კვირიკე და ვივლიტას ეკლესია. 1907წ. მედავითნე, ვაყა (ხაშური) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია 1923წ. ტირძნისი (გორი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია
არქიმანდრიტ იოანეს დროს, 1851 წ. 18 ივლისს, გარეჯის მონასტერი ლეკებმა ააოხრეს. თავად წინამძღვარი ამ დროს თბილისში იმყოფებოდა. 1851 6. 25 ივლისს იგი სინოდალურ კანტორას სწერდა: „1851 წლის 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე, მონასტრის ერთ-ერთმა მოსწავლე ილია მჭედლიშვილმა ეზოში დაინახა რამდენიმე ადამიანი, შევიდა მონასტერში და მოახსენა, რომ იქ იდგნენ უცხო ადამიანები. რის გამოც მაშინვე ჩაკეტეს დიდი კარები. შეკითხვაზე, თუ ვინ იყვნენ, ლეკებმა უპასუხეს, რომ უნდოდათ წყლის დალევა. მონასტრის ხაზინადარმა გადააწოდა მათ წყალი დასალევად. ამავდროულად აღმოსავლეთი მხრიდან ლეკები მოადგნენ ერთ-ერთ კარებს, შეშინებული ხაზინადარი შევარდა თავის კელიაში. ერთ-ერთმა მოწაფემ აიღო იარაღი თავის დასაცავად, მაგრამ ლეკებმა სწრაფად დაჭრეს ის ფეხში, და ამის შემდეგ შეამტვრიეს ორივე კარი. ამ დროს მონასტერში იმყოფებოდნენ მონასტრის 9 წევრი და 7 მოსწავლე. აქედან ორი მოსწავლე ალექსი ყანდარელი და გიორგი დალბაშვილი, წასული იყვნენ წყლის მოსატანად, და როგორც კი დაინახეს ესეთი ამბავი, მაშინვე გაიქცნენ მაშველის დასაძახებლად ნათლისმცემლის მონასტერში. ორმა მოწაფემ, საბა გილაშვილმა და ილია მჭედლიშვილმა, მოასწრეს კიბის ქვეშ არსებულ ორმოში დამალვა, ხოლო დავით დოლმაზაშვილმა მოასწრო დამალვა დიდ ეკლესიაში. ტყვედ აიყვანეს: ხაზინადარი მღვდელ-მონაზონი მაკარი, მღვდელ-მონაზონი ისააკი (დოღონაძე), დიაკონი საბა გველესიანი, მიხეილ დოლმაზაშვილი, ვასილ მოსიაშვილი, ხოლო დანარჩენი – მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე), მღვდელ-მონაზონი გერასიმე (გერონტი ვაჩნაძე), ბერი გერმანე, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი, ანაფორიანი მორჩილი ბესარიონი, მიხეილ ქართველიშვილი და მოსწავლე სვიმონ ლომიძე, დახოცეს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კარები შეამტვრიეს, ტრაპეზის მორთულობა, საეკლესიო შესამოსელი და ტაძრის ინვენტარი დაიტაცეს. აღსავლის კარები დაამტვრიეს“.
მათი აღსასრულიდან 144 წლის შემდეგ, 1995 წ. 17-18 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის გაფართოებულ სხდომაზე ეს წამებული კრებული წმიდათა დასში შეირაცხა.
ლომიძე ივანე მედავითნე 1895წ. ბარისახო (დუშეთი) ღვთიმშობლის ეკლესია 1902წ. დვირი (ბორჯომი) მთავარანგელოზის ეკლესია 1918წ. ზანავი (ბორჯომი) წმიდა გიორგის ეკლესია
ლომიძე პორფირი პეტრეს ძე მღვდელი 1873წ. ლუთხუბი (გუდამაყარი, დუშეთი) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია 1871წ. კობიაანთკარი (დუშეთი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია 1901წ. მჭადიჯვარი (დუშეთი) მთავარანგელოზის ეკლესია 1880წ. ჭილურტ/ ებნისი (დუშეთი) წმიდა მარინეს ეკლესია
2005 წლის 13 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დიკვნად აკურთხა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანეს სახელობის უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი დიაკონი თამაზ ლომიძე, რომელიც ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს
23 ნოემბერს წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მღვდლად ხელი დაასხეს დიაკონ თამაზ ლომიძეს რომელიც სამომავლოდ დასავლეთ ევროპის ეპარქიაში, კერძოდ გერმანიაში, იმსახურებს.
ლომიძე სერგი (ზურაბი) - დეკანოზი.
2006 წლის 01 ოქტომბერს დიაკვნად ხელდასხმა. 2015 წლის 08 თებერვალს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; მუხიანის წმინდა მეფე დავით აღმაშემნებლის სახ. ტაძრის ლვთისმსახური,
1 ოქტომბერს, ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ორჯომისა და ბაკურიანი მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჯოჯუა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტი ზურაბ ლომიძე და უწოდა სახელად სერგი.
8 თებერვალს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილოდვა შემდეგი მღვდელმსახურნი: ბელგიაში მოღვაწე იღუმენი აბიბოსი (ხურციძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; იტალიაში მოღვაწე იღუმენი გაბრიელი (ღურწკაია) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; ვაკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჯიბუტი დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით; საბურთალოს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი ლევან მერაბიშვილი დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; მუხიანის წმინდა მეფე დავით აღმაშემნებლის სახ. ტაძრის ლვთისმსახური, მღვდელი სერგი ლომიძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილოდებუილია ოქროს ჯვრით.
ლომიძე დავითი - დეკანოზი.
2016 წლის 27 მარტს, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.
27 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგულ სამსახურისთვის დააჯილდოვა სურამისა და ხაშურის ეპარქიის სამღვდელოება:
მიტრით -–– დეკანოზი ანდრია მანჩაკოვი; დეკანოზი დავით ლომიძე; გამშვენებული ჯვრით –- დეკანოზი მიქაელ ელიაძე;
ფოტოები: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ბერმონაზონთა კრების მონაწილეები (ქ.თბილისი, 1917 წლის 3-4 სექტემბერი): მონაზონი ელენე ახვლედიანი, მონაზონი მაკრინე დარსმელიძე, მონაზონი ქრისტინე წერეთელი, იღუმენია ანასტასია ცომაია, იღუმენია ნინო ვაჩნაძე, იღუმენია ნინო ციციშვილი, არქიმანდრიტი ნაზარი ლეჟავა, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, არქიმანდრიტი დოსითეოსი ბერძენიშვილი, არქიმანდრიტი გერმანე იაშვილი, არქიმანდრიტი დიმიტრი ყარყარაშვილი, იღუმენი შიო ქვილითაია, მღვდელ-მონაზონი ეპიფანე გაბელაია, მონაზონი ქეთევან ახვლედიანი, მღვდელ-მონაზონი დოროთე კაჭარავა, მღვდელ-მონაზონი ილარიონ ბლიაძე, იღუმენი პავლე ჯაფარიძე, იღუმენი მათე ბერეკაშვილი, ბერ-დიაკვანი ექვთიმე კერესელიძე, მონაზონი ეკატერინე ლომიძე, მონაზონი ელენე კიკნაძე, მონაზონი ქრისტინე ამაშუკელი, მონაზონი ევპრაქსია ჩარკვიანი, მონაზონი სიდონია ბაქრაძე, მღვდელ-მონაზონი ისე სუხიშვილი, მღვდელ-მონაზონი არჩილ თარაშვილი, მღვდელ-მონაზონი გერმოგენი აბაშიძე, ბერ-დიაკვანი ალექსი მირცხულავა, მორჩილი მაგდა ბერიშვილი-გოგლიძე, მონაზონი პელაგია ყაყაჩოშვილი, მონაზონი ანუსია კოჭლამაზაშვილი, მღვდელ-მონაზონი დომენტი გიორგაძე
ანოტაცია: გელათში, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრებაზე, რომელიც 1921 წლის 1-8 სექტემბერს მიმდინარეობდა, სამონასტრო მართვაგამგეობა შემუშავდა