სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12232

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

ოჭანე (წალენჯიხა) ანდრია პირველწოდებულის ტაძარი/წმინდა ნინოს დედათა მონასტერი

ოჭანე (წალენჯიხა) ანდრია პირველწოდებულის ტაძარი/წმინდა ნინოს დედათა მონასტერი

სულ რაოდენობა: 11

ბმულის კოპირება

ოჭანეს ანდრია პირველწოდებულის ტაძარი

2003 წლის 12 დეკემბერს, წმ. ანდრიას ხსენების დღეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აკურთხა  წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის საძირკველი. ამ ადგილას, ქტიტორ ლევან მატუას ძალისხმევით,  სამონასტრო კომპლექსთან ერთად ანდრია პირველწოდებულის ტაძარი აშენდა, რომელიც 2011 წლის 30 მაისს მეუფე  გერასიმემ აკურთხა.

ამავე წლის 1 ივნისს, წმ. ნინოს ხსენების დღეს, მეუფეს კურთხევით ტაძარში პირველი წირვა ჩაატარა 
დეკანოზმა ანდრია მარღანიამ.
2011 წლის სექტემბრიდან ტაძრის მღვდელმსახურად დადგინდა ახალნაკურთხი მღვდელი (ამჟამად დეკანოზი)  პავლე გოგოხია, რომელმაც 2014 წლამდე იმსახურა. შემდგომ ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენდნენ: იღუმენი ისაია  (ბეჭვაია) დეკანოზი ფრიდონ ასათიანი, მღვდელი თეიმურაზ მესხია. ამჟამად ტაძრის წინამძღვრად დადგენილია იღუმენი  ისაია (ბეჭვაია). ტაძრის მგალობლები და მედავითნეები არიან ოჭანეს დედათა მონასტრის მონაზვნები.
გვ186

სამწუხაროდ, 2016 წელს ოჭანეს დედათა მონასტრისა და ანდრია პირველწოდებულის ტაძრის აღმშენებელი, მადლმოსილი და ღირსეული პიროვნება ლევან მატუა აღესრულა და მარადისობაში გადავიდა. იგი დაკრძალულია მონასტრის ეზოში.


წმ. ნინოს დედათა მონასტერი გაიხსნა 2011 წლის 30 მაისს.  მონასტრის წინამძღვარია იღუმენია დინარა (ქვარაია). აქ იღვწიან მონაზვნები: მართა, დოროთეა, ანასტასია, სვინკლიტიკია, ელენე, ბარბარე. ასევე მონასტერში ცხოვრობენ მორჩილებაში მყოფი ნანა სოსელია და მონიკა ბულია.დღეს ამ ადგილას, მონასტერთან ერთად, წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძარია აღმართული.
გვ185


მარღანია ანდრია (კახა) არველოდის ძე დეკანოზი
მარღანია ანდრია (კახა) არველოდის ძე - დეკანოზი. დაბ. სოფ. ოხურეი (ოჩამჩირე) 1973წ.  ბიოგრაფია სრულად ნახვა
გოგოხია პავლე დეკანოზი
გოგოხია პავლე - დეკანოზი. დაბ. სოფ. ფახულანი, წალენჯიხა 1974წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
კალანდია  სიდონია (ნინო) მონაზონი
კალანდია სიდონია (ნინო) - მონაზონი. დაბ. სოფ. ჭუბურხინდი (გალი) 1972-2022წწ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ქვარაია დინარა/დარეჯან გივის ასული იღუმენია
ქვარაია დინარა/დარეჯან გივის ასული - იღუმენია. დაბ. სოფ. ორსანტია, ზუგდიდი 1963წ. მონაზვნად აღკვეცა 1998წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ბუკია მართა მონაზონი
ბუკია მართა - მონაზონი. დაბ. სოფ ჭითაწყარო, (ზუგდიდი) 1988წ. ბიოგრაფია სრულად ნახვა
მიქავა სვინკლიტიკია (ნათია) მონაზონი
მიქავა სვინკლიტიკია (ნათია) - მონაზონი. დაბ. სოხუმი 1990წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
კილავა ანასტასია მონაზონი
კილავა ანასტასია - მონაზონი. დაბ. სოფ. კორცხელი (ზუგდიდი) 1965წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ლაშხია ელენე (ეთერი)  მონაზონი
ლაშხია ელენე (ეთერი) - მონაზონი. დაბ. სოფ. ჭითაწყარი (ზუგდიდი) 1948წ. ბიოგრაფი; სრულად ნახვა
ბეჭვაია ესაია იღუმენი
ბეჭვაია ესაია - იღუმენი.  დაბ. ზუგდიდი, 1966წ 2007 წლის 21 ნოემბერს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ჩხეიძე  ბარბარე (ქეთევანი)  მონაზონი
ჩხეიძე ბარბარე (ქეთევანი) - მონაზონი. დაბ. ბიოგრაფია 1976წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
სოსელია დოროთეა მონაზონი
სოსელია დოროთეა - მონაზონი. დაბ. 1963წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
მატუა  ლევან ტაძრის აღმშენებელი
მატუა ლევან - ტაძრის აღმშენებელი. გარდ. 2016წ. დაკრძ. მონასტრის ეზოში;

2003-2011წ. ოჭანე (წალენჯიხა) ანდრია პირველწოდებულის ტაძარი/წმინდა ნინოს დედათა მონასტერი

სრულად ნახვა