სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
 თომა ანდრიას ძე გაჩეჩილაძე 1866-1967წწ მღვდელი. დაბ. სოფ. გუნდაეთი, ჭიათურა  თომა ანდრიას ძე გაჩეჩილაძე 1866-1967წწ მღვდელი. დაბ. სოფ. გუნდაეთი, ჭიათურა
ბმულის კოპირება



გვარი გაჩეჩილაძე სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

292       ბეჭდვა

თომა ანდრიას ძე გაჩეჩილაძე 1866-1967წწ მღვდელი. დაბ. სოფ. გუნდაეთი, ჭიათურა


მღვდელი თომა ანდრიას ძე გაჩეჩილაძე 1866-1967წწ

დაიბადა 1866 წელს ჭიათურის რაიონ სოფელ გუნდაეთში სწავლობდა ქუთაისში ეპისკოპოს გაბრიელის მიერ დაარსებულ სასწავლებელში. 1889-1926 წლებში მედავითნეობდა საჩხერის ეკლესიაში. 1926-1930 წლებში იყო საჩხერის რაიონის სოფ. ცხამის ეკლესიის წინამძღვარი. 1930-1945 წლებში იძულებული გახდა განმოსილიყო. 1945-1954 წლებში ჭიათურის რაიონის სოფელ გუნდაეთის ეკლესიის წინამძღვარია. 1954 წლიდან გარდაცვალებამდე ჭიათურის მღვიმის მონასტრის მღვდელია. ოჯახი ცხოვრობდა სოფელ გუნდაეთში.'

დეკანოზი თომა გაჩეჩილაძე 1866-1967წწ


დეკანოზი თომა ანდრიას ზე გაჩეცილაძე 1866 წელს იმერეთში, ჭიათურის მაზრაში სოფელ გუნდაეთში გლეხის ოჯახში დაიბადა. 
სასულიერო განათლება იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით, ქუთაისის საკათედრო ტაძრის მთავარდიაკონ ტარასი ტეეშელაშვილთან მიიღო. 
1886 წელს თომა : მშობლიურ სოფელში მედავითნედ განამწესეს, სადაც თითქმის ორმოცი წელი კეთილსინდისიერად იმსახურა. 
XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყის-ში დიაკვნად აკურთხეს. 1926 წლის ზაფხულში მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა 
(მახარაძე) მღვდლად დაასხა ხელი და გუნდაეთის წმინდა გიორგის სახელობის  ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 
1930-1945 წლებში
გვ217
ბოლშევიკების ტერორის გამო ვეღარ გააგრძელა ღვთისმსახურება ეკლესიაში, მაგრამ ანაფორა არ გაუხდია და სოფელში 
ჩუმად ასრულებდა წესებს მორწმუნეთათვის. 
1953 წლის 5 ნოემბერს ქუთათელ–გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძიე) 
ჭიათურაში, მღვიმევის მაცხოვრის სახელობის სამრევლო ეკლესიაში (ყოფილ დედათა მონასტერში) მღვდლად დანიშნა, იღუმენია ელენეს (კიკნაძე) თხოვნის საფუძველზე. 
მამა თომა იმავე ეკლესიის ეზომი დასახლდა. 
XX საუკუნის 50-იანი  წლების ბოლოს ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოვოსმა ნაუმმა (შავიანიძე) 
ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისათვის ოქროს 
ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა· 
1966 წელს მამა თომას თბილისში შვილებმა და შვილიშვილებმა გადაუხადეს 100 წლის იუბილე. დეკანოზ თომას და მის მეუღლეს 
ეკატერინე გამყრელიძეს ჰყავდათ ექვსი შვილი: მარიამი, ქსენია, თამარი, ოლღა, გიორგი და ანდრია. დეკანოზი თომა გაჩეჩილაძე 
გარდაიცვალა 1967 წლის 2 თებერვალს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. სრულიად საქართველოს 
კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის (სიდამონიძე) ლოცვა-კურთხევით მამა თომას წესი აუგო დეკანოზმა ალექსანდრე ერაძემ. 

ინფორმაციისა და ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა თომას შვილიშვილს, ბატონ გოჩა არონიშიძეს



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.10.2023
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0