გაჩეჩილაძე კასიანე ეფრემის ძე 1879-1953წწ მღვდელი, წევის წმიდა გიორგის ეკლესიის მოძღვარი
კასიანე გაჩეჩილაძე (ოთიაშვილი)
წევის წმიდა გიორგის ეკლესიის მოძღვარი.
დაიბადა 1879 წ., წევაში. გარდაიცვალა 1953 წ., წევაში.
მშობლები: ეფრემ იესეს ძე გაჩეჩილაძე – ზესტაფონის რ. სოფ. აჭარის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, ტელფა (ატატო) ბესარიონის ას. გაჩეჩილაძე.
კასიანე გაჩეჩილაძეს იმ დროს მოუწია წევის ეკლესიის მღვდლობა, როცა სასულიერო წოდების წარმომადგენლები იდევნებოდენ ხელისუფლების მიერ. 1920 - იან წლებში მამა კასიანე გაუკრეჭიათ, მაგრამ იგი მაინც სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა მღვდელმსახურებას.
1915-1922 -1928 წლებში მას დიდი რისკის, შრომისა და წვალების ფასად ზესტაფონის საწყობიდან გამოუტანია და გადაურჩენია წევის ეკლესიისათვის მაშინდელი ხელისუფლებისაგან ჩამორთმეული ნივთები, რასაც იუწყებიან წევისსაეკლესიო წიგნების ფურცლებზე მის მიერ გაკეთებული მინაწერები.
ეს მინაწერები სხვა მრავალ საყურადღებო ცნობასაც გვაწვდიან.
მამა კასიანეს ჰყავდა მეუღლე – ლეონინე იოსების ას. კალანდაძე (1985-1963) და ცხრა შვილი – ორი ქალიშვილი და შვიდი ვაჟი: ივანე, *თალიკო, პავლე, შალვა,* რაისა*, მიშა, ილია, პეტრე (ღუტო), გრიშა (ბახულა).