სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზაზა გაჩეჩილაძე 1966-92წწ გარდ. 26 წლის, სოფ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. შორაპანი ზესტაფონი

1966-1992 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გაჩეჩილაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

20       ბეჭდვა

ზაზა გაჩეჩილაძე 1966-92წწ გარდ. 26 წლის, სოფ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. შორაპანი ზესტაფონი

ზაზა გაჩეჩილაძე კიაზოს ძე დაიბადა 1966 წელს შორაპანში გარდაიცვალა 30 ნოემბერი 1992 წელი სოფელი აჩადარა სოხუმი აფხაზეთი

                                                       

             ეს უკვდავი სიტყვები კარგად ესმოდა ზაზა გაჩეჩილაძეს, რომელიც ზესტაფონის რაიონის დაბა შორაპანში დაიბადა 1966 წლის 29 აგვისტოს.ისტორიულად,შორაპანი ოდითგანვე იყო სიმძლავრე დასავლეთ საქართველოსი.აქ არაერთი გმირი მამულიშვილის აკვანი დაირწა,რომლებმაც შემდეგ უანგაროდ მიიტანეს საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს საკურთხეველზე.დღესაც იგივე მეორდება.საქართველოს ამ პატარა ისტორიულ კუთხეში,დიახ დღეს,მეოცე საუკუნის II ნახევარში,დაბა შორაპანში დაირწა სამშობლოსათვის თავგანწირული რაინდის ზაზა გაჩეჩილაძის აკვანი,აქ გაიზარდა და აქ დავაჟკაცდა.1983 წელს წარჩინებით დაამთავრა შორაპნის რკინიგზის საშუალო სკოლა,გამოირჩეოდა კეთილშობილებით,შრომისმოყვარეობით,უყვარდა სპორტი,განსაკუთრებით ფეხბურთი,თამაშობდა ზესტაფონის საფეხბურთო გუნდში.სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში,რომელიც დაამთავრა 1988 წელს და მუშაობა დაიწყო რკინიგზის სამმართველოში,თავის მშობლიურ რაიონში.

            1992  წლიდან ჩარიცხული იქნა ეროვნული გვარდიის ქუთაისის 23-ე  ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში,საცეცხლე სექციის მეთაურად.იბრძოდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.დაიღუპა სოფელ აჩადარასთან,1992 წლის 30 ნოემბერს,ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას.დასაფლავებულია დაბა შორაპანში.დარჩა ოჯახი,მეუღლე და შვილები.დაბა შორაპანში ქუჩას,სადაც ზაზა გაჩეჩილაძე დაიბადა,მისი სახელი მიენიჭა.

 დედის ნაამბობიდან: ,,ჩემს დაუკითხავად წავიდა გვარდიაში,მე გამიფრთხილდა,არ გამიმხილა,რომ არ მეჯავრა.ნუ გეშინია,დედა,ომში კი არავის მივყავარო.მერე კი მივხვდი მკვდარი შვილი რომ მომიყვანეს“.

 მეზობლების ნაამბობიდან:   ,,ბავშვობიდანვე გვიყვარდა ზაზა.ძალიან კარგი ბიჭი იყო,კეთილშობილი,გულწრფელი.ბავშვები ძალიან უყვარდა,ყველას ეფერებოდა,კოცნიდა.ღმერთმა კი თავისი  შვილების მოსიყვარულებაც არ დააცალა.შვილები მხოლოდ მამის სურათებს ეფერებიან.

ჩანაწერი ზაზას უბის წიგნაკიდან:  ,,წვიმიანი დღე იყო,ცხინვალში საშინლად შემოგვიტიეს,ჩვენი ბიჭები დაწოლილები ვიყავით,ტყვიები სეტყვასავით მოდიოდა,აღარ მეგონა,თუ გადავრჩებოდით რომელიმე ცოცხალი.წარმოვიდგინე,რა მოხდებოდა ჩემს ოჯახში,რომ მომკვდარიყავი“.

ზაზა გაჩეჩილაძის დაღუპვიდან 5 წელი გავიდა,მაგრამ დრომ თავისი მაინც ვერ გაიტანა.დაბა შორაპანი დღესაც ცრემლიანი თვალებით იგონებს ზაზას,ამაყობს,რომ იგი ამ კუთხის შვილია,აქ გაიზარდა და დავაჟკაცდა.

 ზაზა გაჩეჩილაძის უკვდავების ნაზიარებ სულს დავიწყება არ უწერია.

                                                                   მოგონება

      ბუნებამ გაიღვიძა,ზაზა.შენ კი ვერ მოესწარი ბუნების ამ ლამაზ დროს,შენ მხოლოდ 26 გაზაფხული იზეიმე,27-ემ გიმუხლთა. წახვედი ჩვენგან განუხორციელებელი ოცნებების მამა,თან წაიღე ჩემი სიხარული.დააობლე შვილები და ნაადრევად ჩამიკალი სიხარული.1992 წლის 30 ნოემბერს აფხაზეთის ,,მიწაზე“ დატოვე შენი ლამაზი სული,მაგრამ ეგ სიკვდილი არ არის,ზაზა!შენი სული სამშობლოსათვის თავშეწირული გმირების მარადიული სასუფეველის ბინადარი გახდა.შენ ცოცხლობ  და იცოცხლებ ჩემთვის.ჩვენს შვილებს ისე გავზრდი,როგორც ჩვენ,შენს სიცოცხლეში გვინდოდა.მარადიული მოგონება ყოფილიყოს შენი - ჩემო ზაზა!

                                                                                                                         

მეუღლე ხათუნა მარაქველიძე

     








ითანამშრომლა დიმიტრი ქათამაძე რამაზის ძე 1988 წელი დაბ. ზესტაფონი


ითნამშრომლა სვეტლანა ამირანის ასული ჩხვიმიანი დაბადებული სოფელი ლათა, გულრიფში. 1976 წელს. ცხოვრობდა. სოფელი განახლება, გულრიფში აფხაზეთი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.08.2021
ბოლო რედაქტირება 02.05.2022
სულ რედაქტირებულია 4




გაჩეჩილაძე ლევი ეფრემის ძე მართლმ. მოძღვარი 1890-1917წწ სოფ. წიფი ხარაგაული, ქუთაისი

2 0

გაჩეჩილაძე, მაკარ ეფრემის ძე 1859-1942წწ მართლმ. მღვდელი, დეკანოზი სოფ. წევა ზესტაფონი

2 0

თომა ანდრიას ძე გაჩეჩილაძე 1866-1967წწ მღვდელი. დაბ. სოფ. გუნდაეთი, ჭიათურა

2 0

გაჩეჩილაძე გიორგი კონსტანტინეს ძე მღვდელი 1879-1924წწ მოღვ. სოფ. ამაშუკეთის ეკლესიის მოძღვარი დაბ. წევა ზესტაფონი

2 0

გაჩეჩილაძე ეფრემ იესეს ძე 1870-1900 წლებში სოფ. აჭარის (ზესტაფონი) ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი

2 0

გაჩეჩილაძე

1 0

ზაქარია, გიორგი, ანდრია გაჩეჩილაძე, სასულიერო პირთა ოჯახი, მოღვ. სოფ. გუნდაეთის (ჭიათურა) წმიდა გირგის ტაძარში

2 0

გაჩეჩილაძე კასიანე ეფრემის ძე 1879-1953წწ მღვდელი, წევის წმიდა გიორგის ეკლესიის მოძღვარი

2 0

გაჩეჩილაძე, მაკარ ეფრემის ძე 1859-1942წწ სოფელ წევის (ზესტაფონი) ეკლესიის დეკანოზი

2 0

გაჩეჩილაძე ქრისტეფორე ანდრიას ძე 1862-1960წწ დიაკონი ჭიათურის რ. სოფ. გუნდაეთის წმიდა გიორგის ეკლესია

2 0

გაჩეჩილაძეთა საგვარეულო, გაჩეჩილაძე, წეველიძე, ჯაჭვაძე ავტ. ეკატერინე გაჩეჩილაძე

2 0

ნუგზარ გაჩეჩილაძე ვაჟას ძე 1959-1993წწ დაკარგ. ახალდაბა აფხაზეთი.

2 0

მამუკა გაჩეჩილაძე 1972-1993 წწ დაკარგ. 21 წლის სოფ. ახალდაბა, აფხაზეთი დაბ. რუსთავი.

2 0


ალა გაჩეჩილაძე 1915წ მსახიობი. ზესტაფონი, იმერეთი.

1 0


გიორგი გაჩეჩილაძე 1966წ. მომღერალი, მსახიობი, მუსიკოსი წარმ. სოფ წევა ზესტაფონი

1 0


რევაზ გაჩეჩილაძე 1943წ. აკადემიკოსი, გეოგრაფია. წარმ. ზესტაფონი, იმერეთი. დაბ. თბილისი.

1 0


ირინე გაჩეჩილაძე 1921-19??წწ. მხატვარი. დაბ. სოფ. ილემი, ზესტაფონი, იმერეთი.

1 0


გიორგი (გრეჩკო) გაჩეჩილაძე დ. 1971წ. ფალავანი ძიუდო დ. ზესტაფონი

1 0