სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
რევაზ გაჩეჩილაძე  1943წ. აკადემიკოსი, გეოგრაფია. წარმ. ზესტაფონი, იმერეთი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი გაჩეჩილაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

386       ბეჭდვა

რევაზ გაჩეჩილაძე 1943წ. აკადემიკოსი, გეოგრაფია. წარმ. ზესტაფონი, იმერეთი. დაბ. თბილისი.

რევაზ გაჩეჩილაძე (დ. 4 მაისი1943თბილისისაქართველოს სსრ) — ქართველი აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსიგეოგრაფიგეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიების ლაურეატი; საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (ისრაელშისომხეთშიგაერთიანებულ სამეფოში და სლოვაკეთის რესპუბლიკაში), ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.


არჩეულია საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტად და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) საპატიო უცხოელ წევრად. 2014 წლის 7 ივლისიდან 2016 წლის 1 მარტამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.[1]. 2016 წლის 11 აპრილს დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

1960 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის იან ამოს კომენსკის სახელობის 24-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიულ განყოფილებაზე, რომელიც 1965 წელს დაამთავრა წარჩინების დიპლომით (სპეციალობა „აღმოსავლეთის ქვეყნების (თურქეთის) ქვეყანათმცოდნეობა“). 1965-1968 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის ასპირანტურაში სპეციალობით „საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია“. 1973-1974 წლებში გაიარა სამეცნიერო სტაჟირება (post-doctoral study) ლონდონის უნივერსიტეტის კინგს კოლეჯში (Kings College, University of London).

1990 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „რესპუბლიკის სოციალური გეოგრაფია (საქართველოს სსრ მასალებზე)“. სსრკ უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ ეს დისერტაცია ცნობილი იქნა საბჭოთა კავშირში იმავე გრიფით 1990 წელს დაცულ დისერტაციათა შორის საუკეთესოდ.

1968 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის ასისტენტად (1969-1971 წწ.), დოცენტად (1972-1991 წწ.), პროფესორად (1991-1998 წწ., 2004 წლის 1 ოქტომბრიდან 2005 წლის 1 მარტამდე, 2009 წლის დეკემბრიდან - დღემდე), კათედრის გამგედ (1993 წლიდან 1998 წლამდე, მათ შორის 1997 წლის 1 აგვისტოდან 1998 წლის 19 თებერვლამდე – ნახევარ შტატში).


1980-1987 წლებში იყო პარტიულ სამუშაოზე: 1980 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტიული კომიტეტის მდივნად. 1981-1987 წლებში მუშაობდა საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლებლების განყოფილების გამგედ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლებლების განყოფილების გამგის მოადგილედ. იმავე პერიოდში შეთავსებით (ნახევარ შტატში) მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1987-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში — საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში ინფორმაციის ცენტრის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის განყოფილების გამგედ, სოციოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორად, დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში.


1997 წლის 1 აგვისტოდან იყო დიპლომატიურ სამუშაოზე: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორად. 1998 წლის 19 თებერვლიდან 2004 წლის 15 სექტემბრამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში. 2005 წლის 26 თებერვლიდან 2009 წლის 26 თებერვლამდე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. 2009 წლის 1 მარტიდან 2010 წლის 31 ოქტომბრამდე იყო საგანგებო დავალებათა ელჩი.

2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის სექტემბრამდე შეთავსებით იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. 1996 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1998 წელს მიენიჭა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 1996-1998 წლებში სათავეში ედგა ქართველ გეოგრაფთა ეროვნულ კომიტეტს (იმ პერიოდში საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება გახდა საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის წევრი). 2001 წელს არჩეულ იქნა სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) საპატიო უცხოელ წევრად.

2008 წლის 29 მარტიდან 2016 წლის აპრილამდე იყო ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი. 2009 წლის აპრილში აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1995-1997 წლებში იყო NATO-ს მეცნიერ-მკვლევარი კონკურსში მოპოვებული გრანტის საფუძველზე.


2014 წლის 7 ივლისს რევაზ გაჩეჩილაძე დაინიშნა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში თანამდებობაზე, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.[2]. 2016 წლის აპილიდან კი არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

არის ავტორი 150-ზე მეტი შრომისა, მათ შორის 18 მონოგრაფიისა და წიგნის ავტორი.

მამა — გივი გაჩეჩილაძე (1914-1974), თსუ-ის პროფესორი, ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე, საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელთა სექციის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

დედა — ირინე კანდელაკი (1922-2015), იყო ექიმი-პედიატრი.

ჰყავს მეუღლე — მზია მარსაგიშვილი და ორი შვილი.

  • The New Georgia: Space, Society, Politics. UCL Press, London and Texas A&M University Press. 1995
  • Migration of Population of Georgia and its Social-Economic Consequences, Tbilisi, UNDP, 1997
  • ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი და პოლიტიკა, — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა (მესამე გადამუშავებული გამოცემა 2011)
  • ჩემი მეოცე საუკუნე: წინა საუკუნის საქართველო მსოფლიო ისტორიისა და გეოპოლიტიკის კონტექსტში, ტ. I, — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2008
  • ჩემი მეოცე საუკუნე: წინა საუკუნის საქართველო მსოფლიო ისტორიისა და გეოპოლიტიკის კონტექსტში, ტ. II, — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011
  • საქართველო მსოფლიო კონტექსტში: XX და XXI საუკუნეების პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მომენტები — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0