სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12049

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
8000 ღვთიმსახური გვარების მიხედვით
გამრეკელი სასულიერო ოჯახი, სოფ. ნეჯვრისხევი, გორი. - გვარის  ღვთისმსახური გამრეკელი სასულიერო ოჯახი, სოფ. ნეჯვრისხევი, გორი. - გვარის  ღვთისმსახური
ბმულის კოპირება

8000 ღვთიმსახური გვარების მიხედვით

გვარი გამრეკელი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

14       ბეჭდვა

გამრეკელი სასულიერო ოჯახი, სოფ. ნეჯვრისხევი, გორი. - გვარის ღვთისმსახური

გამრეკელების სასულიერო ოჯახი მღვდელი დავითი, დეკანოზი გიორგი, დეკანოზი იოანე | ნაწილი

მღვდელი დავით გაბრიელის ძე გამრეკელი 1771 წელს ქართლში, სოფ. დიდ მეჯვრისხევში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საეკლესიო ტიპიკონი იკორთის მთავარანგელოზთა მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ გამალიელთან (გამრეკელი) ისწავლა. 1800 წელს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა. 1801 წელს მროველმა მიტროპოლიტმა იუსტინემ (მალალაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და დიდი მეჯვრისხევის წმ. მარინეს ეკლესიაში განამწესა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. მამა დავითი ადრე დაქვრივდა. ჰყავდა სამი ვაჟი: იოსები (1800), სვიმონი (1806) და დეკანოზი გიორგი (1808). მღვდელი დავითი 1827 წელს გარდაიცვალა.
მისი უმცროსი ვაჟი გახლდათ დეკანოზი გიორგი გამრეკელი, რომელიც 1808 წელს დაიბადა. 1831 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1831 წლის 26 აგვისტოს თბილისის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად დაინიშნა. ამავე წელს დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი. 1833 წლის 1 ივნისიდან გორის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი და ინსპექტორია. 1837 წლის 10 აგვისტოს

18-1  საპატრიარქოს N18 26მაისი-1ივნისი 2016წ გვ.18
გამრეკელების სასულიერო ოჯახი მღვდელი დავითი, დეკანოზი გიორგი, დეკანოზი იოანე | ნაწილი (გაგრძელება)

ახალციხის წმ. მარინეს საკათედრო ტაძრის წინამძღვრად და ახალციხის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1846 წლის 22 სექტემბერს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1848 წლის 6 ოქტომბერს წმ. ანას"III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. დეკანოზმა გიორგიმ სამცხე-ჯავახეთში მრავალწლიანი პატიოსანი და თავდადებული სამსახურის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 1828 წელს დედასამშობლოს დაუბრუნდა საუკუნეების განმავლობაში მოწყვეტილი ეს კუთხე, სადაც მოსახლეობა განსაკუთრებით საჭიროებდა ნუგეშსა და ქრისტიანულ თანადგომას. მამა გიორგი პირადი მაგალითებითა და კატეხიზატორული საუბრებით ამხნევებდა ახლად მოქცეულ და ჯერ კიდევ მოუნათლავ მოსახლეობას. განუზომლად დიდი იყო მისი ავტორიტეტი როგორც მართლმადიდებელ სამღვდელოებასა და მრევლში, ისე სხვადასხვა სარწმუნოების, ჩამომავლობისა და წოდების ადამიანებში. მართლმადიდებელნი მას მეტი სიყვარულით ბატონსა და პატრონს უწოდებდნენ; მაჰმადიანები  მამას; სომეხნი და ფრანგნი -–– მნათობს სამცხე-საათაბაგოსა და ჯავახეთისა. მართლაც, მამა გიორგი იყო განმანათლებელი და მომაქცეველი მე-19 საუკუნეში სამცხე-საათაბაგოსა და ჯავახეთში.
მისი დაუღალავი მეცადინეობითა და ძლიერი ქადაგების წყალობით მრავალმა ებრაელმა, მაჰმადიანმა, დუხაბორმა, სომეხმა და კათოლიკემ მიიღო მართლმადიდებელი სარწმუნოება. ბევრი დანგრეული ეკლესია აღდგა და ახალიც მრავლად აშენდა. მისივე ლოცვა-კურთხევით კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რამდენიმე სოფელში გახსნა სკოლები, სადაც აღიზარდა ათასობით ყმაწვილი და შემდგომში მრავალი მათგანი სასულიერო პირი და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე გახდა. 1849 წლის 3 დეკემბერს დეკანოზი გიორგი ქუთაისის გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1850 წლის 10 იანვრიდან ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის დეკანოზია და მასვე დაევალა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველობა. ახალ ადგილზეც
თავი გამოიჩინა მან, როგორც გამოცდილმა და თავდადებულმა ადამიანმა. საქართველოს უძველესმა ქალაქმა გულში ჩაიხუტა და შეიყვარა მწყემსი კეთილი და პატიოსანი მოძღვარი. 1854 წელს გამოცემულ
„კავკასიის კალენდარში“ არის მითითებული, რომ დეკანოზი გიორგი არის ქუთაისის საკათედრო ტაძრის დეკანოზი. ასეა მითითებული 1862 წლის ჩათვლით, ხოლო 1863-1869 წლებში წერია, რომ იგი არის მთავარხუცესიც.
1860 წლის 2 ივლისს გორის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) იმერეთის კათედრაზე დაინიშნა. იგი ეპარქიაში პირველად ამავე წლის 7 სექტემბერს ჩავიდა და პირდაპირ საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც სიტყვით მიმართა დეკანოზმა გიორგიმ: „ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, მოწყალეო მწყემსმთავარო! დღესა მას, ოდეს შენ, წარმოდგომილმან წინაშე სამღვდელოისა კრებისა, აღიარე უძლურებაი კაცობრივისა ბუნებისა, ტვირთმძიმეობაი უმაღლესად მონიჭებულისა თქუენდა მღვდელმთავრობის ხარისხისა, და მიანდეთ თავი თქუენი საღმრთოსა განმგებელებსა, რომლისა მიერ წარემართების სვლაი კაცისა, მიუპყარი რა
ქედი თქუენი მორჩილ-ყოფასა მოციქულთა და კრებათა კანონისა და მზაყოფა მოქმედებათ ვენახსა შინა მისსა, აღმპყრობელმან თვალთა გულისა თქუენისა მაღლისადმი, მაშინ უღირსებაი ჩემი, რიცხვთა შორის სამღვდელოთა დასისა თანამოწამე იყო და მვედრებელ კეთილისა წადილისა თქუენისა აღსრულებისათვის (იგულისხმება 1858 წლის 4 დეკემბერს არქიმანდრიტ გაბრიელის მღვდელმთავრად წარდგენის დროს წარმოთქმული სიტყვა სიონის საკათედრო ტაძარში).
სიბრძნით განმგებელმან ყოველთამან და სრულ მყოფელმან მართლიადისა ვედრებისა თქუენისამან აწ აღგირჩიათ მწყემსმთავრად და მოქმედათ თვისისა საყვარელისა ვენახისა -– წმიდისა ამის იმერთა ეკლესიისა, ვენახი, რომელიცა გარწმუნათ მაღალმან, დანერგული პირველ წოდებული მოციქულისაგან, ნაშრომი და შეზღვდილი მოსაყდრეთაგან მისთა. აწ ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო! შრომითა თქუენითა კვალად განაკეთილეთ იგი, უკეთუ რაიმე ჰპოვოთ დაკლებული თქუენ აღავსეთ, ვითარცა მოძღვარი წარმართთა მიუწერს მოწაფესა თვისსა.
მოწყალეო მწყემსმთავარო! მხიარულ იყავნ გული შენი, მრავალნი გყვანან თანამშრომელნი მწყემსმთავრულსა სარბიელსა შინა თქუენსა, თქუენ ჰპოებთ მრავალთა გულს მოდგინეთ მსმენელთა სამღრთოთა სწავლათა თქუენისა, რომელთესლნი უეჭველად აღმოაცენებენ სავსეთა ხელთა და გადაეცემიან მრავალთა, უხვებით გამოსაზრდელთა სულთა თვისთა. წმინდანი ეკლესიანი ეპარხიისა შენისანი, უეჭველად მიიღებენ სათანადოსა გაბრწყინვებასა, რომლისათვისცა მხიარულ არს ყოველი ჩუენგანი. სამღვდელონი პირნი გამზადებულ არიან,
მართლიად აღსრულებისათვის კეთილისა ნებისა შენისასა შესახებ სულიერისა განათლებისა მხარისა ამის. ბრწყინვალენი თავადნი, კეთილშობილნი მოხარისხენი, მოქენე არიან სმენად და მორჩილებად მოძღვრებისა თქუენისა,  ახალ
მორჩნი ყრმანი, ჯერეთ მყოფნი სასწავლოთ განეტრფიან სიბრძნესა თქუენსა უმჯობესისა მათისა განათლებისათვის; ქვრივნი და ობოლნი

18-2  საპატრიარქოს N18 26მაისი-1ივნისი 2016წ გვ.19
გამრეკელების სასულიერო ოჯახი მღვდელი დავითი, დეკანოზი გიორგი, დეკანოზი იოანე | ნაწილი (გაგრძელება)

სამღვდელონი, მყოფნი სიღარიბესა შინა, ელიან მოხედვასა შენსა და ნუგეშად მათდა მამობრივსა მზრდელობასა. ესრედ თვითოეული ცხოვარი სიტყვისა სარწმუნოისა შენისანი, გამოუთქმელად მოსრულარს შემოსვლასა შენსა ვენახსა  ამას, რომელი დაასხა მარჯვენემან მაღლისამან.
მოვედ, გამორჩეულო ღმრთისაგან! მოვედ ღვთივ დაცულსა მხარესა ამას  გამხიარულებული სულითა მით, რომელ რაოდენ ანი დიდ არიან ღვაწლნი შენნი  სარბიელსა ამას, ეგოდენცა გვირგვინიცა დიდებისა განემზადების თქუენთვის ღვაწლის დამდებელისა მისგან -- ტკბილისა იესოსა, რომლისა მოსავ არს ერი ესე შეკრებული წმინდასა ამას ტაძარსა შინა, ხილვად თვისისა მწყემსმთავრისა“. 1869წელსდეკანოზი გიორგიისევ ახალციხის სამწყსოს დაუბრუნდა. მიუხედავად ასაკისა, მან კვლავ იტვირთა მთავარხუცესის მოვალეობის რთული პოსტიც. 1881 წლის 26 აგვისტოს ეგზარქოს იოანიკეს (რუდნევი) ლოცვა-კურთხევით ახალციხისა და ახალაქალქის ოლქის სამღვდელოებამ დეკანოზ გიორგის ორმოცდაათი წლის იუბილე გადაუხადა. სამღვდელოება წინა დღეს შეიკრიბა ქ. ახალციხეში. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღე იყო, მრევლი და
გლეხობაც მრავლად დაესწრო ამ შეკრებას. ამ დღისათვის ახალციხეში ჩავიდნენ გორის ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), აფხაზეთის მთავარხუცესი და მისიონერი, დეკანოზი დავით მაჭავარიანი (ორივე მათგანი იუბილარის მოწაფეები იყვნენ). 26
აგვისტოს დილის 10 საათზე დაიწყო საღვთო ლიტურგია. მწირველი იყო ეპისკოპოსი ალექსანდრე, სამი დეკანოზითა და ხუთი მღვდლით, მათ შორის იყო დეკანოზი გიორგიც. წირვისა და პარაკლისის შემდეგ იუბილარს სიტყვით მიმართა ახალციხის წმ. მარინეს ტაძრის მღვდელმა მიხეილ ჟამუტაშვილმა, რომელმაც მოკლედ დაახასიათა მისი მოღვაწეობა ორმოცდაათი წლის განმავლობაში. შემდეგ ქადაგება წარმოთქვა თვით დეკანოზმა გიორგიმ და დიდი მადლობა გამოუცხადა ეპისკოპოსსა და სამღვდელოებას დაფასებისა და ჩამობრძანებისათვის. ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ეგზარქოსის სახელით მიულოცა მხცოვან დეკანოზს იუბილე და გადასცა მისი გამოგზავნილი ვლადიმერის ღვთისმშობლის ხატი.
ამის შემდეგ თავადვე უთხრა მშვენიერი სიტყვა და თავისი მხრიდან ივერიის ღვთისმშობლის ვერცხლით შეჭედილი ხატი გადასცა, ხოლო სამღვდელოებამ მიართვა ბრილიანტის ჯვარი თავისი ჯაჭვით გულზე სატარებელი. წირვის შემდეგ სადილზე მას იუბილე მიულოცა ახალციხის კათოლიკე სამღვდელოებამ, ხოლო ვრცელი სიტყვა წარმოთქვა დეკანოზმა დავით მაჭავარიანმა, რომელმაც გაიხსენა გორის სასულიერო სასწავლებელში გატარებული
წლები, როდესაც მამა გიორგი დამწყები მასწავლებელი გახლდათ და როგორი წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, მთელ ამ ორ დღეს საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიოდა მისალოცი ტელეგრამები, რომელთა რიცხვმა სამოცს მიაღწია. დეკანოზი გიორგი 1883 წლის 2 თებერვალს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა. ამავე წლის 22 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ არქიმანდრიტი გრიგოლი (დადიანი, შემდგომში -–- გურიასამეგრელოს ეპისკოპოსი) მამა გიორგის შესახებ
წერდა: „საქართველოს ეკლესიას ამ მცირე ხანში მოაკლდა ერთი პატივცემული სამღვდელო პირი, ახალციხის სობოროს დეკანოზი და ბლაღოჩინი, ახალციხის მაზრის სამღვდელოებისა -- გიორგი დავითის ძე გამრეკელი. იმდენად დამსახურებული იყო იგი წინაშე ჩვენის ეკლესიისა და საზოგადოებისა, იმდენად აღჭურვილი კეთილის ზნეობით, იმდენად ზეგავლენიანი სამწყსოსა ზედა თვისსა, რომ ცოდვადა ვსთვლი მისს საქვეყნოდ მოუხსენებლობას. არა ვიჭვნეულობ, რომ მრთელის საქართველოს სამღვდელოებისათვის და მის პატივმცემელთათვის ხმა ამ პატივცემულის მხცოვანის სამღვდელო პირის გარდაცვალებაზედ არა იქნეს სამწუხარო. განსვენებულის სამსახურის უმთავრესს ადგილებს შეადგენდენ ჯერ



18-3  საპატრიარქოს N18 26მაისი-1ივნისი 2016წ გვ.20
გამრეკელების სასულიერო ოჯახი მღვდელი დავითი, დეკანოზი გიორგი, დეკანოზი იოანე | ნაწილი (დასასრული)

ახალციხე, შემდეგ ქუთაისი და უკანასკნელ ისევ ახალციხე. ერთს ალაგსაც და მეორესაც სამსახური მისი იყო კეთილი, ნაყოფიერი. მისმა სათნოებიანმა და სანატრელმა თვისებებმან მოუპოვეს მას სამრევლოთაგან სიყვარული და პატივისცემა; ყველას მიაჩნდა იგი მამად და მზრუნველად და ყველასათვისაც იგი იყო ღირსეული სულიერი მამა და გულშემატკივარი. ეჭვი არ არის, რომ ბევრს მისს აღზრდილს, ერის კაცს თუ სამღვდელო პირს, სიამოვნებით მოაგონდება ის დროს,
როდესაც განსვენებული ხელმძღვანელობდა მათ მეცნიერების შეძენის დროს. ეჭვი არ არის, რომ ლოცვა-კურთხევით მოიხსენებენ მას იგინი კეთილ-მშობლიურ მზრუნვისათვის; ეჭვი არ არის, რომ ვისაც იმისთან დაახლოვებული კავშირი ჰქონია, მოაგონდება მისი ტკბილი საუბარი,
სავსე გონიერებით, პატიოსნებით, გრძნობით და სიყვარულით. ამისთვისაც არც ზეციურმა მამამ დაუტევა იგი უნუგეშოდ: ჯერ ერთი, რომ მისცა მას დღეგრძელობა -- გარდაიცვალა სამოცდათუთხმეტი წლისა, მეორეც ისა, რომ მისცა მას შეძლება კეთილად და ღირსეულად შვილების აღზრდისა თუ სასულიერო, თუ სამოქალაქო მოღვაწეობისათვის, სასარგებლოდ ეკლესიისა და საზოგადოებისა. იქამდი შემკული იყო განსვენებული კეთილ-ზნეობით, რომ არა თუ მორწმუნეთა, არამედ ურწმუნოთაცა -- მაჰმადიანთაც, ახალციხის მაზრის ბეგთა თუ მათ მოყმეთა, მიაჩნდათ იგი პატივსაცემელ პირად და არა ნაკლებ თავიანთის სარწმუნოების წარმომადგენელთა უყვარდათ... ორმოცდაათი წლის სამღვდელო ხარისხში უბიწოდ გატარებისათვის განსვენებული დაჯილდოებულ იქმნა თვისდამი რწმუნებულის საბლაღოჩინო სამღვდელოებისაგან ოქროს გულის ჯვარით, შემკულით ალმასის თვლებით. არც მთავრობისაგან დაშთა იგი დაუჯილდოებული, ამდენი ხნის უბიწო სამსახურისათვის. განვლო ამ ერთმა ღირსეულმა მამამაც მღელვარე ზღვა ქვეყნიურის ცხოვრებისა და შევიდა ზეციურსა სამშობლოსა შინა. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი. ამავე გაზეთში გამოქვეყნდა მესხეთ-ჯავახეთში მოღვაწე კათოლიკე მოძღვრის, იოანე გვარამაძის („ვინმე მესხი“) პატარა წერილი, სადაც ვკითხულობთ: „როგორც შევიტყეთ, გავლილ კვირას გარდაიცვალა ახალციხეში მრავალმოღვაწნე მამა
დეკანოზი გ. გამრეკელი, რომელიც თავის ღრმა მოხუცებულებადმდე კეთილად ჰმწყსიდა თვისდამი დავედრებულს მართლმადიდებელს ერსა სოფლით ქალაქამდის, იცავდა და იფარავდა ყოველთა მამა-შვილურის სიტკბოებითა, თავის შეძლებისდაგვარად. აი, რას იწერებიან ახალციხიდგან ჩვენი ქართველი მართლმადიდებელნი: „ჩვენ დიდად დაგვაღონა ჩვენი მამა დეკანოზის გ. გამრეკელის გარდაცვალებამ. დიდით წვრილამდის სამგლოველოში ვსხედვართ, გულ-განბასრულ და თვალცრემლიან, ერით მღვდელ-დიაკვნებამდის“... „განსვენებული დეკანოზი მამა გ. გამრეკელის გვამი გამოვასვენეთ თვისის შესაბამისის პატივით, დიდი ცერემონია გადვიხადეთ თანადასწრებით თვისი მწუხარის და მომტირალის შვილებისა და დავასაფლავეთ წმ. მარინეს ეკლესიაში. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!“

19 საპატრიარქოს უწყებანი N19 2-8ივნისი 2016წ გვ.18
მეჯვრისხეველი გამრეკელების სასულიერო ოჯახი -- მღვდელი დავითი, დეკანოზი გიორგი, დეკანოზი იოანე გამრეკელები II ნაწილი



დეკანოზი იოანე გიორგის ძე გამრეკელი 1832 წელს დეკანოზის ოჯახში დაიბადა. 1853 წლის 23 ივლისს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1853 წლის 9 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მეორე კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1854 წლის 6 ოქტომბრიდან ამავე სასწავლებელში მეოთხე კლასებში თათრული ენის სწავლება დაევალა. 1854 წლის 8 მაისს იმერეთის ეპისკოპოს ექვთიმეს (წულუკიძე) სამღვდელმთავრო გუნდის რეგენტად დაინიშნა. 1855 წლის 18 დეკემბერს გათავისუფლდა სასწავლებლიდან. 1856 წლის 2 თებერვალს ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 5 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ბანოჯის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1856 წლის 5 მარტს, რუსეთ-თურქეთის ომის (ყირიმის ომი) დროს, შავიზღვისპირეთის მე-11 და მე-16 ბატალიონების კაპელანად გაიგზავნა. 1856 წლის 27 აპრილს იმერეთის ეპარქიის ხონის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1856 წლის 30 ნოემბერს იმერეთის სასულიერო მმართველობამ თავის მუდმივ წარმომადგენლად და სამოქალაქო საქმეებში ტაძრის მსახურთა და საეკლესიო საკითხთა ინტერესების დამცველად აირჩია. 1856 წლის 11 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი), სამთავარხუცესოში საეკლესიო შემოსავლების მოწესრიგებისა და

18-4   საპატრიარქოს N18 26მაისი-1ივნისი 2016წ გვ.19
მეჯვრისხეველი გამრეკელების სასულიერო ოჯახი -- მღვდელი დავითი, დეკანოზი გიორგი, დეკანოზი იოანე გამრეკელები II ნაწილი (გაგრძელება)

გაზრდის გამო, ასევე კერძო პირებისგან 500მანეთის შეწირულების აგროვები სათვის ეკლესიის სასარგებლოდ, მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. ამავე დღეს მთავარხუცესის პოსტზე დამტკიცდა. 1857 წლის 2 ივნისს კეთილსინდისიერი სამსასაგვერდულით დაჯილდოვდა. 1857 წლის 4 აგვისტოს ქუთახურისთვის ისის (მეორე ვერსიით კუხის ტაძარში) წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1857 წლის 26 სექტემბერს თავის სამთავარხუცესოში სამრევლო-საეკლესიო სკოლის გახსნის გამო მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით შეიყვანეს კომისიაში, რომელსაც უნდა მოეწესრიგებინა ქუთაისის გუბერნიაში საეკლესიო მამულების საბუთები. 1858 წლის 25 ივნისიდან 1872 წლის 1 იანვრამდე იყო ქუთაისისა და სენაკის მაზრების საეკლესიო მამულების მმართველი 1858 წლის 9დეკემბერს მიიღო ჯილდო ყირი მის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ბაფთიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1859 წლის 29 აგვისტოს ასევე მიიღო იმავე ომის სამსახოვრო ოქროთი დაფერილი ბრინჯაოს მედალი. 1860 წლის 5 მაისს რუსეთის სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1860 წლის 29 ნოემბერს კერძო პირებისგან ეკლესიის სასარგებლოდ 800 მან. შეწირვისათვის იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1861 წლის 4 ივლისს ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1862 წლის 7 აპრილს სკუფია უბოძეს. 1863 წლის 12 მაისს ქუთაისის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა და მეორე დღეს აირჩიეს იმ კომისიის თავმჯდომარედ, რომელსაც უნდა შეემოწმებინა ქუთაისის გუბერნიაში არსებული საეკლესიო გუჯრები. 1865 წლის 23 აპრილს იმერეთის საეკლესიო ხაზინაში ყოველთვიურ დამკვირვებლად დაადგინეს. 1866 წლის 24 მარტს კამილავკა ეწყალობა. 1867 წლის 19 იანვარს კავკასიაში მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმდგენელი საზოგადოების ხელში არსებული წიგნების საწყობის გამგედ აირჩიეს, ხოლო იმავე წლის 25 ივლისიდან ამავე საზოგადოების წევრია. 1868 წლის 22 მარტს თავისი სამთავარხუცესო ოლქიდან დაი ნიშნა სასულიერო დეპუტატად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1868-1873 წლებში უცვლელად იყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ოლქის სამღვდელოების წარმომადგენელთა კრების თავმჯდომარე (კრება ტარდებოდა წელიწადში ერთხელ). 1868 წლის 9 აპრილიდან სამი წლის ვადით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრია. 1869 წლის 3 თებერვალს წმ. ანას. III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1869 წლის 24 თებერვალს სასამართლო უწყებებში საეკლესიო საკითხების ღირსეულად დაცვისა და კერძო პირთაგან ეკლესიის სასარგებლოდ 5000 მან. აგროვებისათვის იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1869 წლის 14 მარტს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ახალი შენობის ამშენებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს და ამავე წლის 25 მარტს დედაეკლესიაში ნაყოფიერი და ღირსეული სამსახურისთვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1874 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1870 წლის 9 იანვარს იმერეთის ეპარქიაში ახალი სამთავარხუცესო ოლქების შემქმნელი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1870 წლის 22 ივლისს იმერეთის საეპარქიო კრებაზე ერთხმად იქნა არჩეული ქუთაისის | ოლქის მთავარხუცესად ხუთი წლის ვადით. ამავე წლის 29 აგვისტოს მთელი იმერეთის ეპარქიის მთავარხუცესთა ამრჩევი კომისიის წევრად („ბლუსტიტელემ პორიადკა“) დაინიშნა. 1873 წლის 8 სექტემბერს ერთი წლის ვადით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. 1875 წლის 8 თებერვალს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში არსებული სარევიზიო წიგნებისა და საბუთების შემმოწმებელი კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1876 წლის 4 აპრილს ქუთაისის საგუბერნიო სამზრუნველოსა და ციხეებში არსებული სასულიერო განყოფილებების დირექტორად დაადგინეს. 1877 წლის 8 იანვარს იმერეთის ეპარქიის საეკლესიო ხაზინის საქმისმწარმოებლად დაინიშნა, ხოლო ამავე წლის 11 დეკემბრიდან საეკლესიო ხაზინის ხაზინადარია და ამ პოსტზე 1882 წლის 31 დეკემბრამდე დაჰყო. 1879 წლის 21 დეკემბერს სანთლის წარმოების საქმე სინოდალური კანტორის ხელიდან იმერეთის საეპარქიო მმართველობის ხელში გადა-



19-1  საპატრიარქოს უწყებანი N19 2-8ივნისი 2016წ გვ.20
მეჯვრისხეველი გამრეკელების სასულიერო ოჯახი -- მღვდელი დავითი, დეკანოზი გიორგი, დეკანოზი იოანე გამრეკელები II ნაწილი (დასასრული)

ვიდა და ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, ამ სანთლის ოპერაციის განხორციელება და თავმჯდომარეობა დეკანოზ იოანეს დაევალა. 1880 წლის 20 აპრილს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1882 წლის 23 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვარი მიიღო. 1883 წლის 7 მაისს გადადგა მთავარხუცესობიდან. დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე თავის წიგნში „გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა“ ასახავს ეპისკოპოს გაბრიელისა (ქიქოძე) და დეკანოზ იოანეს ურთიერთობას. იგი წერდა: „ყველამ ვიცით, თუ რა შეტაკება ჰქონდა დეკანოზ იოანე გამრეკელთან გაბრიელ ეპისკოპოსს, რომელი შეტაკებაც გამრეკელის დაცემით გათავდა. აი, ეს განხეთქილება გამოიყენა ერთმა სამღვდელო კანდიდატმა. ის მივიდა გაბრიელთან და უთხრა: „ბატონო! დამიხსენით იოანე გამრეკელისაგან! მეუბნება, ეპისკოპოსი უჩემოთ ვერავის ვერ აკურთხებს, 200 მანეთი მომეცი და შენ თავს ვაკურთხებინებო“. თუ ვერ გაკურთხებ, მე ვაჩვენებ იმას, მიუგო გაბრაზებით ეპისკოპოსმა; წადი, მოემზადე. ესეც მოემზადა და აკურთხა. გამრეკლოვი საკათედრო ტაძრის დეკანოზი იყო და გაუკვირდა, რატომ მე არაფერი ვიციო. ნაწირვებს მღვდელმთავარი ჩაიზე გაიპატიჟა, თან ახალი ნაკურთხიც. ჩაის სმის დროს გაბრიელმა ვეღარ მოითმინა და ასე მიმართა დეკანოზს: – შენი მე ერთი ცუდი საქციელი გავიგონე. ამ საწყალს შემწეობა უთხოვნია და შენ ქრთამი გითხოვნია. დეკანოზი გაკვირდა. წამოდგა წინ ნაკურთხი და მოახსენა: –- ბატონო, შემინდევით! დეკანოზი არაფერ შუაშია. მე თვითონ მოგატყუეთ, რადგან ისე კურთხევის იმედი არ მქონდა ან ძლიერ დამიგვიანდებოდა. მღვდელმთავარი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ძლიერ შეწუხდა, მაგრამ სხვა არაფერი შეიძლებოდა და ასე უთხრა ნაკურთხს: „კარგი, კარგი! ეცადე მაინცა, რომ შენი მღვდლობა გაამართლო.“ 1881-1882 წლებში დეკანოზ იოანეს ღია და მძიმე დაპირისპირება ჰქონდა ასევე ცნობილ დეკანოზ დავით ღამბაშიძესთან (ჟურნალ „მწყემსის რედაქტორთან). ეს დაპირისპირება დაკავშირებული იყო ქუთაისში სასულიერო სემინარიის გახსნასთან, ასევე სანთლის ქარხანასა და სხვა შიდა საეკლესიო საკითხებთან. მათი ეს დაპირისპირება კარგადაა ასახული იმჟამინდელ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „შრომასა“ და „დროებაში“. დეკანოზი იოანე 1886 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა.

დარჩა მეუღლე ეკატერინე იოანეს ასული (1836) და შვილები: ალექსანდრე (1855, ლეჩხუმის მაზრის უფროსის მდივანი), ნიკოლოზი (1857, მუშაობდა საბაჟოზე), სვიმონი (1861, ქუთაისის საქალაქო სასწავლებლის პედაგოგი).

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ

გმადლობთ თანამშრომლობისთვის

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.12.2025
ბოლო რედაქტირება 29.12.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0