სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ირაკლი გამრეკელი 1894-1943წწ.  მხატვარი, გორი, ქართლი.

1894-1943 წწ. გარდ. 49 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გამრეკელი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ირაკლი გამრეკელი 1894-1943წწ. მხატვარი, გორი, ქართლი.

ირაკლი გამრეკელი (1894-1943)


ბიოგრაფია

დსაბადების ადგილი: ქ. გორი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში 1911–1917 წლებში, დონის როსტოვის სამედიცინო ინსტიტუტში  და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე 1915 წლიდან.

სამხატვრო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებულ სამხატვრო კურსებზე; 1920 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველ მხატვართა სურათების გამოფენებში; 1924 წელს გააფორმა ქართველ ფუტურისტთა ჟურნალი "H₂SO₄". 1923 წლიდან კ. მარჯანიშვილის მიწვევით მუშაობა დაიწყო მხატვრად შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში; 1926 წლიდან თანამშრომლობდა სანდრო ახმეტელთან; მხატვრულად გააფორმა შემდეგი სპექტაკლები: უ. შექსპირის "ჰამლეტი" (1925), ს. შანშიაშვილის "ანზორი" (1928), ბ. ლავრენიოვის "რღვევა" (1930), გ. რობაქიძის "ლამარა"(1930), შ. დადიანის "თეთნულდი" (1931), ფ. შილერის "ყაჩაღები" (1933), უ. შექსპირის "ოტელო" (1937) და სხვ. ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში–ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი" (1936), ა. ბალანჩივაძის "მთების გული" (1938). თამარ აბაკელიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმ "არსენას" (მ. ჭიაურელი, 1937) დადგმაში. სცენოგრაფი, ქართული სათეატრო მხატვრობის ერთ–ერთი ფუძემდებელი.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.543; წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 58

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1934 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0