ბუტია გამრეკელი (16 იანვარი 1906-1956) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.
დაამთავრა ჭიათურის სამრეწველო ტექნიკუმი 1925 წელს; სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე.
მუშაობდა მსახიობად პროლეტკულტის წითელ და სანიტარული აგიტაციის თეატრებში. 1927-1930წწ. გადაღებულია კინოფილმებში: "მთის კანონი", "ახალგაზრდობა იმარჯვებს", "მთები ლაპარაკობენ", "ტყვარჩელი". 1931-1946წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წამყვანი მსახიობი და სადადგმო ნაწილის გამგე იყო, ხოლო 1946 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა სოხუმის ქართული დრამის თეატრში მსახიობად. მან განასახიერა მრავალი საინტერესო როლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში: რამაზი (კ. გოგიაშვილის "ფარავნელი ჭაბუკი"), თომა (გ. ნახუცრიშვილის და გ. გამრეკელის "ნაცარქექია"), კაპიტანი მ. შესტაკოვის "შორეული გზით"), ჟადოვი (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), პეტრუჩიო (უ. შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება") და სხვა. სოხუმის თეატრში: დურმიშხანი (ს. მთვარაძის "სურამის ციხე"), კოსტა გოჩუა (გ. გულიას "გაზაფხული საკენში"), ბარათაშვილი (მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი").
გთხოვთ,თუ ვინმეს გაქვთ იფორმაცია ამ პიროვნების შესახებ უფრო ვრცლად,მოგვაწოდოთ.