ბარბარე გამრეკელი (3 ივნისი 1893-1970) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა მოსკოვის ქალთა გიმნაზია და დრამატული კურსები 1911 წელს; 1915 წლიდან სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე; დაამთავრა გიორგი ჯაბადარის სტუდია 1920 წელს.
1913–1914წწ. იყო მოსკოვში კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებული თავისუფალი თეატრის მსახიობი; 1917 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში, თბილისის სახელმწიფო დრამისა და (1921 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი) მოზარდ მაყურებელთა თეატრებში; იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრთან არსებული დრამატული სტუდიის სასწავლო ნაწილის გამგე, თეატრის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის გამგე. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ფაიხოში (დიმიტრი ერისთავის "სამშობლო"), ისახარი (ალექსანდრე სუმბათაშვილის "ღალატი"), ცაბუ (შალვა დადიანის "ნაპერწკლიდან"), ქალიჯანი(შალვა დადიანის "ნინოშვილის გურია"), აგრაფინა (შალვა დადიანის "გუშინდელნი") და სხვ. გამოჩენილი ქართველი მომღერლის დავით გამრეკელისა და თეატრის ცნობილი რეჟისორის ბორის გამრეკელის და. ეფემია მესხის დისშვილი.