დიმიტრი ციციშვილი 26 ოქტომბერი 1901-1986 დაბადების ადგილი: ქ. ტაშკენტი, უზბეკეთი.
სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-მექანიკურ ფაკულტეტზე; დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1931 წელს.
მუშაობდა მხატვრად მიწათმოწყობის სახალხო კომისარიატში, სადაც იღებდა ასლებს კუსტარული მრეწველობის განყოფილებაში; 1927-1939წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მთავარი მხატვარია; 1935 წელს მიიწვიეს სამხატვრო აკადემიაში, სადაც ასწავლიდა გრაფიკას, ქსილოგრაფიას, ლითოგრაფიას, გრაფიკული ხელოვნების ისტორიას, კომპოზიციას; 1959 წელს აპ. ქუთათელაძესთან ერთად თბილისის სამხატვრო აკადემიაში დაარსა გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი; ააღორძინა ქართული ხალხური შემოქმედების მრავალი მივიწყებული დარგი; მაგალითად: ტიხრული მინანქრის, ლურჯი სუფრისა და ძველი ქართული ფერადი დაჩითვის ტექნოლოგია; მას ეკუთვნის ასევე ბარბიუსის, გრიბოედოვის, ს. აინის, ა. ბელიაშვილის, ალექსანდრე წავწავაძისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებების მაღალ დონეზე შესრულებული ილუსტრაციები; მან შეკრიბა, დაამუშავა და გამოაქვეყნა "ხალხური რეწვის ტექნოლოგია".
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.396
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საპატიო ნიშნის ორდენი
- საქართველოს სახალხო მხატვარი