სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12299

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თამარ იოსების ასული ციციშვილი  1908-1988წწ მსახიობი დაბ. ოდესა

1908-1988 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ციციშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

თამარ იოსების ასული ციციშვილი 1908-1988წწ მსახიობი დაბ. ოდესა

თამარ იოსების ასული ციციშვილი (დ. 19 დეკემბერი, 1908, ოდესა — გ. 1 სექტემბერი, 1988, თბილისი) — ქართველი კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.


1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მიიწვიეს კინოსტუდიაში. მსახიობის პირველი დიდი ნამუშევარი იყო რეჟისორ სიკო დილიძის ფილმში „დარიკო“, რომელმაც სამუდამოდ დაუმკვიდრა სახელი და დიდება ჯერ კიდევ ახალგაზრდა კინოვარსკვლავს.


ამას მოჰყვა დასამახსოვრებელი ეკრანული სახეები: ნესტანი („ქაჯეთი“), მარო („დაგვიანებული სასიძო“), აგრონომი თამარი („მეგობრობა“), თავადის ქალი („დავით გურამიშვილი“), დედა („აკაკის აკვანი“), ელენე („ბედნიერი შეხვედრა“), დარეჯანი („ორი ოჯახი“), თარაშ ემხვარის დედა („მთვარის მოტაცება“), მარიამი („შავი მერცხალი“) და მრავალი სხვა.


თამარ ციციშვილის ნიჭს ამკობდა სულიერი სისპეტაკე და გამორჩეული ქართველი იერი, რაც არაერთი მხატვრის შთაგონების წყარო შეიქმნა. ასე გაჩნდა ლადო გუდიაშვილის, იგორ გრაბარის, მოსე და ირაკლი თოიძეებისეული თამარ ციციშვილის პორტრეტები.

თამარ ციციშვილი თეატრშიც მუშაობდა. 1949–1950 წლებში მან კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნა დასამახსოვრებელი სახეები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

1936: „ქაჯეთი“ (ნესტანი) რეჟ. კოტე მიქაბერიძე

1936:„დარიკო“ (დარიკო) რეჟ. სიკო დოლიძე

1939:„დაგვიანებული სასიძო“ (მარო) რეჟ. კოტე მიქაბერიძე

1940: „მეგობრობა“ (თამარი-აგრონომი) რეჟ. სიკო დოლიძე

1946: „დავით გურამიშვილი“ რეჟისორები ნიკოლოზ სანიშვილი, იოსებ თუმანიშვილი

1947: „აკაკის აკვანი“ (ეკატერინე - აკაკის დედა) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი

1948: „ქეთო და კოტე“ (თეკლე) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი

1949: „ბედნიერი შეხვედრა“ (ელენე) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი

1954: „ჭრიჭინა“ (შოთას დედა) რეჟისორები სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი

1956: „ეთერის სიმღერა“ (ეთერის დედა) რეჟ. სიკო დოლიძე

1956:„ბაში-აჩუკი“ (ერისთავის ქალი) რეჟ. ლეო ესაკია

1958: „ორი ოჯახი“ (დარეჯანი) რეჟ. დავით კანდელაკი

1961: „ენგურის ნაპირებზე“ (ექიმი ქალი) რეჟ. დავით რონდელი

1966: „აბესალომ და ეთერი“ რეჟ. ლეო ესაკია

1968: „ტარიელ გოლუა“ (მთვარისა) რეჟ. ლევან ხოტივარი

1970: „დიდოსტატის მარჯვენა“ რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე

1973: „მზე შემოდგომისა“ (სტუმარი) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი

1973: „მთვარის მოტაცება“ (თარაშ ემხვარის დედა) რეჟ. თამაზ მელიავა

1977: „სინემა“ რეჟ. ლიანა ელიავა

1981: „იციხლე გენაცვალე“ (ნინა ვასილიევნა) რეჟისორები თამაზ გომელაური, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე

1984: „მონანიება“ რეჟ. თენგიზ აბულაძე

1984: „სანამ წვიმა გადივლიდეს“ რეჟ. ქეთი დოლიძე

1984: „ამბავი სურამის ციხისა“ რეჟისორები დოდო აბაშიძე, სერგო (სარქის) ფარაჯანოვი

1985: „ფრაგმენრები ქალაქის ცხოვრებიდან“ რეჟ. დიმიტრი ბათიაშვილი

1986: „შავი მერცხალი“ რეჟ. თამარ დულარიძე

1986: „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“ რეჟ. ნანა ჯორჯაძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.11.2020
ბოლო რედაქტირება 09.02.2023
სულ რედაქტირებულია 3




4.32 კირილე II (ციციშვილი) 1737-1739 წწ. კათოლიკოსი

1 0


ნინო (ელენე) ციციშვილი 1872-1946წწ. იღუმენია დაკრძ. სამთვრო

2 0

ციციშვილი - გვარის 9 ღვთისმსახური

1 0

პავლე ციციშვილი 1754-1806წწ. რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. ნიჩბისი მცხეთა

2 0


მიხეილ ციციშვილი 1767-1841წწ რუსეთის გენერალი წარმ. გორი

1 0


ციციშვილი ივანე დავითის ძე 1865-1938წწ რუსეთის გენერალი სოფ. ნიჩბისი კასპი

4 0


მარიამ ციციშვილი 1768-1850წწ მეფე გიორგი XII მეუღლე დაბ. თბილისი

1 0


გიორგი ციციშვილი 1922-2005წწ აკადემიკოსი ფილოლოგი თბილისი ქართლი

1 0


დიმიტრი ციციშვილი 1901-1986წწ. მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე. დაბ. ტაშკენტი, უზბეკეთი.

1 0


ნინო ციციშვილი 1955წ. მხატვარი. დაბ. თბილისი.

1 0


ქეთევან ციციშვილი 1961წ. მხატვარი. დაბ. თბილისი.

1 0


შოთა ციციშვილი 1921-2005წწ. მხატვარი.

1 0


ირაკლი ციციშვილი 1918-2001წწ აკადემიკოსი ინჟინერი თბილისი ქართლი

4 0


ირაკლი ნიკოლოზის ძე ციციშვილი 1918-2001წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0