ნინო ციციშვილი 15 მაისი, 1955 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი 1977 წელს.
1985-1986წწ. იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგი, 1986-1991წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრის პედაგოგი, 1990 წლიდან კერამიკოსთა კოლოკვიუმის პედაგოგი; 2003-2006წწ. ბავშვთა სტუდიის პედაგოგი; 1988 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში: თბილისი - "ახალგაზრდა მხატვრები', "თბილისი და თბილისელები" (1988), "თანამედროვე ქართული კერამიკა", "ფერწერა, კერამიკა (1997); ქართული თანამედროვე ქანდაკება და გრაფიკა (2000); 11 სექტემბრის ტრაგედიისადმი მიძღვნილი გამოფენა (2002). "ხელოვანი ქალები"; ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი (2002); კულტურის საერთაშორისო ბაზრობა "კავკასია 2003"; იოანე ნათლისმცემლის სახელობის ბერთა სავანის აღმშენებლობის ხელშესაწყობად მოწყობილი გამოფენა-გაყიდვა (2003). საქველმოქმედო არტ-აუქციონი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა დასახმარებლად; "გარდაქმნიდან - რევოლუციამდე''; "ჩაკეტილი სივრცე"; "სათამაშო" (2004); "არტ კავკასია" (2005); "სააღდგომო კვერცხი" (2006). საზღვარგარეთ - კერამიკოსთა I საერთაშორისო სიმპოზიუმი, გრან-პრი, "საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში" (1998); "Femma 99"; ლექსაიდ გალერეა ჩიკაგო; "ახალგაზრდა ქართველი მხატვრები საფრანგეთში", პარიზი (1990); Navy Pier, "ზაფხულის რეტროსპექტივა", ჩიკაგო, (1991); "ოგონიოკ-ანტიშიდსი", მოსკოვი (1992); "ქართული ხელოვნება", "ფრენჩკომტეტურინე ლა გროსი" (1993); პერსონალური, სენ კანტენ ლა პოტერი, საფრანგეთი (2001); "ზარდახშა", ბაქო (2004); "ბესლანის სიყვარულით", ერევანი-თბილისი-ნალჩიკი-ვლადიკავკაზი-ბესლანი (2005); მიღებული აქვს აკადემიის იუბილესადმი მიძღვნილი საგანგებო მედალი (1977); ამიერკავკასიის რესპუბლიკების კერამიკოსთა I საერთაშორისო სიმპოზიუმის გრანპრი (1998); ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის III პრემია (2002); მისი ნამუშევრები დაცულია სეგ-ში, თბილისის პესკის მოედანზე, სანდრო ახმეტელის თეატრში, "ლეიქსაიდ" გალერეა (ჩიკაგო). მონაწილეობდა "ლეიქსაიდ" სტუდიაში (1991). მხატვარი-კერამიკოსი.
წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.545
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1985-)