მარიამ ციციშვილი (რუსულ და ევროპულ წყაროებში მარია; დ. 9 აპრილი, 1768, თბილისი, ქართლ-კახეთის სამეფო — გ. 30 მარტი, 1850, მოსკოვი, რუსეთის იმპერია)
— მეფე გიორგი XII-ის მეორე მეუღლე, ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი (1798–1800).
1803 წლის 18 აპრილს მოკლა გენერალი ლაზარევი ივანე პეტრეს ძე
მარიამ ციციშვილი დაიბადა ტფილისში, თავადი გიორგი ციციშვილისა (ხეთა გოგია) და ელენე გურამიშვილის ოჯახში. 1783 წლის 13 ივლისს მარიამი დაქორწინდა გიორგი XII-ზე, და მისი მეორე მეუღლე გახდა. ქართლ-კახეთის უფლისწულის პირველი მეუღლე — ქეთევან ანდრონიკაშვილი ახალი გარდაცვლილი იყო. 1798 წელს, ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა შვილმა გიორგიმ დაიკავა, ხოლო მარიამი გახდა დედოფალი. 1799 წლის 27 აპრილს, მის უდიდებულესობა ქართალინიისა და კახეთის დედოფალს, მარია გეორგიევნას (რუს. Ея Высочеству Царице Карталинской и Кахетинской Марии Георгиевне) გადაეცა წმინდა ეკატერინეს რუსეთის ორდენის დიდი ჯვარი.
დედოფალ მარიამსა და მეფე გიორგი XII-ს რვა ვაჟი და სამი ქალიშვილი გაუჩნდათ:
- მიხეილი (დ. 1783 — გ. 1862)
- ჯიბრაელი (დ. 1788 — გ. 1812)
- თამარი (დ. 1788 — გ. 1850)
- ანა (დ. 1789 — გ. 1796)
- ელიზბარი (დ. 1790 — გ. 1854)
- იოსები (გ. 1798-ის შემდეგ)
- სპირიდონი (გ. 1798-ის შემდეგ)
- ოქროპირი (დ. 1795 — გ. 1857)
- სვიმონი (დ. 1796 — გ. ბავშვობაში)
- ერეკლე (დ. 1799 — გ. 1859)
- ანა (დ. 1800 — გ.1850)
http://www.natpressru.info/index.php?newsid=10073