სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
 ვაჟა ლომიძე 1967-92წწ გარდ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სურამი ხაშური  ვაჟა ლომიძე 1967-92წწ გარდ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სურამი ხაშური  ვაჟა ლომიძე 1967-92წწ გარდ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სურამი ხაშური

1967-1992 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ლომიძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

245       ბეჭდვა

ვაჟა ლომიძე 1967-92წწ გარდ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სურამი ხაშური

 ვაჟა ლომიძე


ერთ საღამოს, ვაჟას ოჯახში მისი მეგობრები იყვნენ შეკრებილნი, ყველამ იცოდა, რომ ვაჟა და მისი ძმა საბერძნეთში აპირებდნენ წასვლას და უნდოდათ, გაეცილებინათ. სუფრასთან მსხდომთა ყურადღება, უცებ, დიქტორის ხმამ მიიპყრო, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით გადმოსცემდნენ ახალ ამბებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ, კადრებიდან ჩანდა, რომ ქართველ მებრძოლებს კარგი დლე არ ადგათ, აცხადებდნენ დაღუპულ მებრძოლთა გვარებს, მათი რიცხვი ძალიან დიდი იყო, აცხადებდნენ იმ დაკარგულ ტერიტორიებს, რომლებსაც ჩვენი მეომრები უკანდახევით ტოვებდნენ.


არავინ იცის, რა მოხდა იმ სალამოს ვაჟას და მისი დეიდაშვილის, გივი ნოზაძის, გულებში. მეორე დღეს, 6 ოქტომბერს, ვაჟამ და გივიმ, ვაჟას ძმა, დათო, საბერძნეთში გაისტუმრეს, თვითონ კი ისე, რომ ოჯახმა არც კი იცოდა, აფხაზეთს მიაშურეს, რათა თავისი წვლილი შეეტანათ სამშობლოსათვის ბრძოლაში.

    ლომიძე ვაჟა დაიბადა 1967 წლის 13 ივლისს, ხაშურში. 1983 წელს დაამთავრა იტრიის საშუალო სკოლა. 1986-88 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, ქ. ბაქოში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, სწავლობდა თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში, შემდეგ მუშაობდა ტექნიკოსად. 1991 წელს აირჩიეს სურამის სადაბო საბჭოს დეპუტატად.


შემდეგ აფხაზეთი...

აფხაზეთში ჩასვლისთანავე, ვაჟა და მისი დეიდაშვილი, გივი, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში ჩაირიცხნენ.

ერთი თვის მანძილზე თავდაუზოგავად იბრძოდა ვაჟა აფხაზეთში. მისი ბატალიონი სოხუმის მისადგომებს იცავდა. ვაჟა მესამე ასეულის მეტყვიამფრქვევე იყო.

    1992 წლის 3 ნოემბერს, ქ. სოხუმში, საომარი მოქმედებების დროს, ვაჟას ბატალიონი საბრძოლო ოპერაციას ახორციელებდა სატვირთო ავტომობილით, მანქანა, რომლის საბარგულზეც იმყოფებოდნენ ვაჟა და მისი დეიდაშვილი, სხვა თანამებრძოლებთან ერთად, პოზიციის დასაკავებლად, საბრძოლო ტერიტორიაზე შევიდა. სულ მალე მანქანა ტყვიების წვიმაში გაეხვია, ბორტზე დარჩენა სახიფათო იყო და მებრძოლებმა ქვევით ჩამოსვლა დაიწყეს, ამ დროს მოესმა ვაჟას დეიდაშვილის ხმა, –-- სასიკვდილოდ დაჭრილი გივი შველას ითხოვდა. დეიდაშვილის ხმაზე ვაჟა მასთან მიიჭრა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, გივი უკვე დაღუპულიყო და მიწაზე გულაღმა იწვა. ვაჟა დეიდაშვილის უსულო სხეულის გამოტანას ცდილობდა, მას თავის გადარჩენაზე არც უფიქრია. მტერი უფრო და უფრო ახლოვდებოდა. ვაჟამ არ მიატოვა მიცვალებული და ბრძოლით სცადა უკან დახევა ისე, რომ გივიც გამოეყვანა, მაგრამ მასაც უწია მტრის ტყვიამ და დეიდაშვილთან ერთად ზეციურ სამყოფელში გადაინაცვლა.

    ვაჟას ოჯახს მილებული აქვს საქართველოს მეთაურის მადლობის წერილი, ეს ერთადერთი ნუგეშია, თუკი, საერთოდ შეიძლება ნუგეშისცემა შვილმკვდარი დედისათვის, რაც ვაჟას ოჯახს ოდნავ მაინც ამხნევებს და აძლევს ძალას


ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.07.2021
ბოლო რედაქტირება 24.03.2023
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0