სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზაზა (კობა) ლომიძე 1964-16/05/93წწ. გარდ. 29 წლის, აფხაზეთი დაბ. თბილისი ზაზა (კობა) ლომიძე 1964-16/05/93წწ. გარდ. 29 წლის, აფხაზეთი დაბ. თბილისი ზაზა (კობა) ლომიძე 1964-16/05/93წწ. გარდ. 29 წლის, აფხაზეთი დაბ. თბილისი

1964-1993 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ლომიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

318       ბეჭდვა

ზაზა (კობა) ლომიძე 1964-16/05/93წწ. გარდ. 29 წლის, აფხაზეთი დაბ. თბილისი

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

ზაზა (კობა) ლომიძე დაიბადა 1964 წლის 3 დეკემბერს ქ. თბილისში.


6 წლისაც არ იყო, მშობლებმა სკოლაში რომ შეიყვანეს. პატარაობიდანვე ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. მე-10 საშუალო სკოლის 8 კლასის ფრიადებზე დამთავრების შემდეგ თავისი სურვილით სწავლა განაგრძო პროფსასწავლებელში, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა. არაერთი ქების სიგელი დაუმსახურებია საქალაქო თუ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციებში.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩარხმშენებელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა მღარავად. პარალელურად ჩაირიცხა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. კეთილსინდისიერად მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას როცა საფრთხე დაემუქრა, იგი უყოყმანოდ ჩადგა დამცველთა რიგებში და ჩაეწერა ბატალიონში „ორბი“. შემდეგ გადაიყვანეს უშიშროების სამმართველოს შტაბის უფროსის მოადგილედ, თავდაცვის სამინისტროში კაპიტნის წოდებით.

1993 წლის 3 აპრილს სოხუმის ჰესის აფხაზებისაგან გათავისუფლების საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპნენ მისი თანამებრძოლები. 4 აპრილს ჩამოასვენა თავისი უახლოესი მეგობრები – ზურა ჯაჭვაძე და გია ჩიხრაძე, რომლებიც საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე განისვენებენ. ზაზამ საოცარი ერთგულება და სიყვარული იცოდა. ძალიან განიცდიდა მეგობრების დაკარგვას.

ზაზა და ზურა ერთ დღეს, 3 დეკემბერს იყვნენ დაბადებულები და ზურას დედას დაჰპირდა: „ყოველ დაბადების დღეს მის საფლავზე გადავიხდიო“ და აკი აუხდა კიდეც “' ისიც მათ გვერდით განისვენებს. 1993 წლის 16 მაისს 28 წლის ასაკში გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე... ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი... უნდოდა სწავლა გაეგრძელებინა სამხედრო აკადემიაში, პროფესიონალი გამხდარიყო...

ვაგლახ, რომ მტერმა კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე მოუსპო საქართველოს.



ზურაბ ჯაჭვაძე 1958-93 წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი


გია ჩიხრაძე 1968-93წწ გარდ. 25 წლის, სოფ. ახალშენი აფხაზეთი დაბ. გორი

ლომიძე ზაზა

დაიბადა 1964 წლის 3 დეკემბერს ქ. თბილისში.

6 წლისაც არ იყო, მშობლებმა სკოლაში რომ შეიყვანეს. პატარაობიდანვე ნიჭითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა.  არაერთი ქების სიგელი დაუმსახურებია საქალაქო თუ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციებში.

სასწავლების დამთავრების შემდეგ ჩარხმშენებელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა მღარავად. პარალელურად ჩაირიცხა  პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. კეთილსინდისიერად მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას როცა საფრთხე დაემუქრა, იგი უყოყმანოდ ჩადგა დამცველთა რიგებში და ჩაეწერა ბატალიონში ''ორბი'', შემდეგ გადაიყვანეს უშიშროების სამმართველოს შტაბის უფროსის მოადგილედ, თავდაცვის სამინისტროში კაპიტნის წოდებით.

ზაზამ მაღალ პროფესიულ დონეზე ჩაატარა არაერთი სამხედრო ოპერაცია. 

თავისი ქვეყნის ღვიძლი შვილი იყო და როგორც ვაჟკაცს სეეფერება აფხაზეთის ტრაგედიაში  უხმოდ ჩაება. 1993 წლის 3 აპრილს სოხუმის  ჰესის აფხაზებისგან გათავისუფლების საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპნენ მისი თანამებრძოლები. 4 აპრილს ჩამოასვენეს თავისი უახლოესი მეგობრები- ზურა ჯაჭვაძე და გია ჩიხრაძე, რომლებიც საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე განისვენებენ. ზაზამ საოცარი ერთგულება და სიყვარული იცოდა. ძალიან განიცადა მეგობრების დაკარგვა. ზაზა და ზურა ერთ დღეს, 3 დეკემბერს იყვნენ დაბადებულები და ზურას დედას დაჰპირდა; ''ყოველ დაბადების დღეს მის საფლავზე გადავიხდიო'' და აკი აუხდა კიდეც---ისიც მის გვერდით განისვენებს.

1993 წლის 16 მაისს 28 წლის ასაკში ბრძოლია ველზე დაიჭრა, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

მოგვაწოდა მარინა ნაჭყებიამ


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.07.2021
ბოლო რედაქტირება 30.12.2022
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0