2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი დასავლეთ ევროპის ეპარქია
გოცირიძე პიროსი არქიმანდრიტი არნედოს (ესპანეთი) წმიდა გიორგის სახელობის სამრევლოსაპატრიარქოს უწყებანიN1 10-16იანვარი 2008წ 9
ხელდასხმა
28 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში დიაკვნად დაასხა ხელი მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერს ევსტათის (უსუფაშვილი), 29 დეკემბერს კი -– დიაკვნად დაასხა ხელი მარტყოფი ყოველთა წმინდანთა სახელობის მამათა მონასტრის ბერს პიროსს (გოცირიძე).
საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31 მარტი 2010წ გვ. 4
დაჯილდოება
21 მარტს თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი დანიელი (წულაია) და ესპანეთის ქ. არნედოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელნაზონი პიროსი (გოცირიძე). 22 მარტს თბილისის წმინდა ორმეოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარში სრულიად საქართ- ველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტის წოდებით დააჯილდოვდა ამავე ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ლუკა (თანდილაშვილი).